საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ ბრიფინგის გამართვას სამინისტროში არ ადასტურებენ.
როგორც "გურია ნიუსის" იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა მარიამ სხილაძემ განუცხადა, "სამინისტროში არაფერია დაგეგმილი".
"ჩემთვის არც ბრიფინგის და არც რაიმე კომენტარის შესახებ არ უცნობებია მინისტრს. ბრიფინგი თუ დაინიშნა, მიიღებთ ანონსს ჩვეულ რეჟიმში", – განაცხადა სხილაძემ.
პოლიტიკურ კულუარებში თეა წულუკიანის გადადგომის შესახებ ინფორმაცია აქტიურად განიხილება.
შეგახსენებთ, რომ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გუშინ გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ შესაძლოა თეა წულუკიანი და მაია ფანჯიკიძეც გადადგეს.
ფანჯიკიძემ ცოტა ხნის წინ გააკეთა განაცხადა, რომ თანამდებობას მოადგილეებთან ერთად ტოვებს.