"თავისუფალმა დემოკრატებმა“ პოლიტსაბჭოს სხდომა დატოვეს.
სხდომიდან გამოსულმა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სხდომას ყოფილი პრემიერი ესწრება.
"ჩვენ ფეხი არ მოგვიცვლია იმ ღირებულებებიდან, რომლისთვისაც 2012 წლის არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილთან ერთად ვიბრძოდით. ამ სხდომაზე აზრის გამოთქმის საშუალება არ მოგვეცა. იმედი მაქვს, მომავალში თანამშრომლობა გაგრძელდება პარლამენტშიც. „თავისუფალი დემოკრატები“ არსად გაქცეულან. იქ სადაც არ უნდათ, ჩვენი ხილვა, ჩვენ იქ ვერ ვიქნებით. რა თქმა უნდა, უკიდურესად ვნერვუულობ ამაზე. მე, ისევე როგორც ირაკლი ალასანია, არა ვართ ქუჩიდან მოხვედრილი ადამინები ამ საქმეში. ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და გავაგრძელებთ ბრძოლას ევროპული ინტეგრაციისთვის“, _ განაცხადა ცაგარეიშვილმა და დასძინა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომას ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.