"ცუდიც არ არის, ის, რომ მალე მოხდა ასეთი მოღალატე ადამიანების ჩამოშორება ჩვენი გუნდიდან, ეს უკეთესია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი გუნდისთვის. მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო, რომ დამშვიდდნენ, რეალურად არაფერი ხდება – ერთი ავანტურისტი, უჭკუო და ამბიციური მინისტრი ჩამოშორდა მთავრობას, ამით ცუდიც არაფერი მომხდარა. მინდა გავიხსენო, რომ ერთადერთი მინისტრი, რომელიც ღიად ლობირებდა და მფარველობდა "ნაციონალებს" იყო ირაკლი ალასანია, დაწყებული გიგი უგულავათი, ბოკერიათი. ასე რომ, ჩემში ყველა კითხვას აქვს პასუხი", _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მიმდინარე მოვლენებით ბიზნესიც შეშფოებულია და აინტერესებთ, რაიმე ხომ არ ხდება.
"რა თქმა უნდა, არაფერი ხდება და არც არაფერი მოხდება. ჩვენ ათი და ასი ალასანიას მსგავსი ავანტურებისიც კი არ გვეშინია და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ აბსურდულ წინააღმდეგობებს მარტივად გადავლახავთ, მაგრამ ის, რაც მან გააკეთა სააკაშვილის სტილში, ძალიან ბევრ კითხვას ბადებს."