ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და "თავისუფალი დემოკრატების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, პარტია დატოვა. _
"მიმაჩნია არასახელმწიფოებრივად, რომ დღეს დავტოვო კოალიცია. მე იძულებული ვარ დავტოვო “თავისუფალი დემოკრატები“ და დავრჩე “ქართულ ოცნებასთან“ ერთად და დავიწყო იმ დანაპირებების ასრულება, რომელიც მივეცით ხალხს", _ თქვა დიმიტრი კვერღელიძემ.
მისივე თქმით, პარტიას რამდენიმე ადამიანმა ტოვებს, მათ შორის, საკრებულოს ოთხმა დეპუტატმა. ერთ-ერთი დეპუტატის, ხვიჩა წულაძის თქმით, მას პარტია არ დაუტოვებია: _
"სანამ არ გაირკვა სიმართლე მანამდე არ ვაპირებ პარტიის დატოვებას", – გვითხრა ხვიჩა წულაძემ.
უფრო ვრცლად დიმიტრი კვერღელიძის ბრიფინგის შესახებ რამდენიმე წუთში იხილავთ.