ცოტა ხნის წინ გამოცემამ „New Musical Express” საკუთარ მკითხველებს შორის საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა და დიდ ბრიტანეთში, ბოლო ოცი-ოცდაათი წლის განმავლობაში ყველაზე პოპულარული ჯგუფის ვინაობა დაადგინა.
ეს საპატიო წოდება ახლო წარსულში პოპულარულ შვედურ ჯგუფს „ABBA” მიენიჭა. საინტერესოა, რომ „ნისლიანი ალბიონის“ ქვეყანაში ამ ჯგუფის ალბომის „Gold: The Greatest Hits”-ის 5 მილიონი ცალია გაყიდული.
ამ მაჩვენებლით შვედმა მუსიკოსებმა ლეგენდარული ჯგუფების „Queen”-ისა და „The Beatles”-ის გვერდით ადგილი დაიკავეს.
ბრიტანელი ჟურნალისტების გამოთვლებით, შვედური ჯგუფის ჩანაწერები, ყოველი ხუთი ინგლისური ოჯახიდან ერთში აუცილებლად ინახება.