მარინა კიპაროიძე:
_ პირველ რიგში, გასათვალისწინებელია სოციალური საკითხები და ინფრასტრუქტურის მოწყობა.
იამზე მეფარიშვილი:
_ არ ვიცი, რა გითხრათ, მაგრამ ამდენი უმუშევარი რომ ჰყავთ, 50 წლის ადამიანს რომ დასაქმების საშუალებას არ მისცემ, არც ხელფასი, არც პენსია, რით უნდა ირჩინონ თავი? 55 წლის ასაკში მაინც მისცენ პენსია! ავადმყოფი ვარ, ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი და საყოველთაო დაზღვევის თანხაზე რაც არის დასამატებელი, ის ფული არ მაქვს. ბევრია ჩემსავით გაჭირვებული, მაგრამ ვერ გამოდის ქუჩაში და ვერ ყვირის _ ნახეთ, ძლივს დავდივარო!
ავთო სირაძე:
_ პირველ რიგში, სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას აუცილებლად.
სულიკო ხურციძე:
_ პენსია უნდა მოუმატონ ამ გაჭირვებულ ხალხს. 5 ლარზე საუბრობენ და თვითონ მილიონებს იდებენ ჯიბეში. ყველაფერი ძვირია, ხორცი 15 ლარი ღირს. ბიუჯეტში ის უნდა იყოს, რაც გაჭირვებულ ხალხს დაეხმარება. რად გვინდა შეშის ვაუჩერი _ თუ დახმარება უნდათ, პირდაპირ შეშა მოგვცენ, ან გაზი შემოგვიყვანონ და სულ არ მოვჭრი ხეს!
ნათელა დარჩია:
_ საერთოდ არაფრის იმედი არ მაქვს. ერთეულების არის ეს ქვეყანა. ჩემი აზრით, არც ერთმა მოქალაქემ არავის ხმა არ უნდა მისცეს, იმიტომ, რომ დღეს საქართველოში ადამინებს ადამიანებად არ თვლიან. შრომას ფასი არ აქვს, ხალხი საზღვარგარეთაა გაკრეფილი ლუკმაპურისთვის.
თინათინ ღლონტი:
_ სოციალური სფერო და განათლება!