ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა ურუშაძის ინიციატივით, შეჭირვებულ ოჯახებს, სამშენებლო მასალით დახმარება გაეწიათ.
კერძოდ, კომპანია "ჰაიდელბერგცემენტმა" კეთილი ნება გამოიჩინა და მუნიციპალიტეტს 10 ტონა ცემენტი გადასცა, რომელიც შემდგომ, ხელმძღვანელობამ მოსახლეობაზე გადაანაწილა.
მრავალ შეჭირვებულთა შორის, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ 8 ოჯახი შეარჩია, რომელსაც ამ ეტაპზე გაუწიეს დახმარება.