სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოებიდან ნაწარმოებები, რომელთა მთავარი გმირი ბიძინაა.
ერთ-ერთი მათგანია გივი ჭიჭინაძის ლექსი – "ბიძინას ნატვრისთვალი".
რაც შეეხება მოთხრობას, მას სახელად "ბიძინა" ჰქვია, რომელსაც მეგობარი ირაკლი ჰყავს.
მოთხრობას სოციალურ ქსელში ვნებათაღელვა მოჰყვა, რადგან მითითებულია, რომ ტექსტი მე-2 კლასის ლიტერატურიდანაა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ლექსი – "ბიძინას ნატვრისთვალი", 2011 წლის ბაგა-ბაღების სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამის საპილოტე ვერსიაშიცაა შეტანილი.