რუსეთის ოქროს რესურსები 7 ნოემბრიდან 14 ნოემბრამდე 420,6 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც 7 ნოემბრის მონაცემებთან შედარებით, 800 მილიონი დოლარით ნაკლებია. ასე რომ, საერთაშორისო რესურსების მოცულობა, ერთი კვირის განმავლობაში, 0,19 პროცენტით შემცირდა.
2014 წლის დასაწყისში, რუსეთის ოქროს რეზერვების ღირებულება 509,595 მილიარდ დოლარს შეადგენდა, თუმცა, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი რუბლის კურსის გამყარებაზე დაიხარჯა _ მარტო ოქტომბერში კურსის შესანარჩუნებლად გაიყიდა 30,31 მილიარდი დოლარი, რის შემდეგაც რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა შეწყვიტა რუბლის გამყარებაზე ზრუნვა და იგი, ეგრეთ წოდებულ, „მცურავ კურსზე“ გადაიყვანა.