რამდენიმე საათის წინ ესპანურმა რადიოსადურმა „Cadena Cope” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. ცნობილი გახდა, რომ არგენტინის ეროვნული გუნდისა და „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლეო მესი კატალონიის დედაქალაქს 1916 წელს დატოვებს.
2016 წლის ზაფხულში „ბარსელონას“ ახალი პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. ამ კლუბში დიეგო მარადონას თანამემამულის მომავალი სწორედ ამ პიროვნების ვინაობაზე იქნება დამოკიდებული.
ამჟამად „ბარსას“ საპრეზიდენტო სავარძელში სანდრო როსელი იმყოფება. ლეო მესისა და ამ ადამიანს შორის კარგი ურთიერთობა ნამდვილად არ სუფევს. არგენტინელი გუნდში მის მიმართ დამოკიდებულებით უკმაყოფილოა. მესის მიაჩნია რომ მადრიდის „რეალში“ კრიშტიანო რონალდოს უფრო აფასებენ ვიდრე მას „ბარსელონაში“.
ესპანელი ჟურნალისტების მტკიცებით, იმ შემთხვევაში თუ სანდრო როსელი 2016 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს, მესი ამჟამინდელ გუნდს ულაპარაკოდ დატოვებს.
საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ ფეხბურთელი სამშობლოში იმყოფებოდა. რასაკვირველია მესი არგენტინული მას-მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდა და „ბარსელონადან“ წამოსვლის სურვილი ოფიციალურად კიდევ ერთხელ დაადასტურა.