"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალბატონმა, ი.ე. -მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ ეტაპზე არ არის ცნობილი თუ რის გამო ჩამოიხრჩო თავი ლანჩხუთში მცხოვრებმა ქალბატონმა.
"ეს ტრაგედია გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ჩვენთვის არ არის ცნობილი თუ რა მოხდა და რის გამო დატრიალდა ეს უბედურება", _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ქალაქ ლანჩხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელმა ვლადიმერ ნანაძემ.