ამ წუთებში, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა მიმდინარეობს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი კვერღელიძემ განაცხადა, რომ დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე გამოვიდა ინიციატივით, 85 წლის და უფრო ზედა ასაკის მქონე პენსიონერისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდეს კონკრეტული თანხის გაცემა.
"ამ ინიციატივაზე ახლა მიდის მუშაობა და უფრო კონკრეტულად დეკემბრში გახდება ცნობილი. ვფიქრობ, რომ კარგი ინიციატივაა და ვნახოთ, რამდენად მოხერხდება განხორციელება. პირველ ეტაპზე, მოხდება ასაკის შეზღუდვა, მაგრამ სურვილი მაქვს, რომ შემდეგში ყველამ მიიღოს", – თქვა დიმიტრი კვერღელიძემ.
"ჯერ ვსწავლობთ საკითხს. იმედია საკრებულო მიიღებს ამ ინიციატივას", _ ასეთი კომენტარი გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით, ზვიად კვაჭანტირაძემ.