ცოტა ხნის წინ გამოცემამ „La Guarta“ „ორიგინალური“ ინფორმაცია გაავრცელა. საქმე ეხება ჩილეს ეროვნული გუნდისა და ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელ ალექსის სანჩესს.
მიმდინარე წლის ზაფხულში სამხრეთ ამერიკელი შემტევი კატალონიური „ბარსელონადან“ ლონდონის „არსენალში“ გადავიდა. ახალ კლუბში სანჩესმა რამდენიმე შეხვედრაში საკუთარი მაღალი სათამაშო დონე უკვე დაამტკიცა, მაგრამ სტაბილურ ასპარეზობამდე ჯერ კიდევ შორს დგას.
ზემოთდასახელებული გამოცემის მტკიცებით, ალექსის სანჩესი ფიზიკურად გამოფიტულია. ამისი უმთავრესი მიზეზი კი თურმე… სექსი ყოფილა.
საიდუმლოს არ წარმოადგენს რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბატონი სანჩესი ესპანელ მოდელს, ვინმე ლაია გრასის ხვდება. ქალი და მამაკაცი ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ერთად ცხოვრობს და დიაცმა ლაიამ ფეხბურთელს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია.
თურმე „სუსტი სქესის“ წარმომადგენელი მოთამაშისგან დღეში რამდენჯერმე ინტიმურ სიახლოვეს მოითხოვს. ფეხბურთელისგან უარის შემთხვევაში კი ბინაში არ უშვებს და ღამე ქუჩაში ტოვებს.
რასაკვირველია „ოჯახური უსიამოვნებები“ ალექსის სანჩესის პროფესიულ კარიერაზეც აისახა და თავდამსხმელის მწვანე მინდორზე გამოსვლაზე უარყოფითად იმოქმედა.
„La Guarta“-ს მტკიცებით, საქმეში უკვე „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ჩაერთო და ფეხბურთელს ამჟამინდელ მეგობარ გოგონასთან დაშორება კატეგორიულად მოსთხოვა.