საგამოძიებო სამსახურმა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკონსულტაციო სამსახურის უფროსი, ლევან გოგოჭური დააკავა.
დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ერთ-ერთ მოქალაქეს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 224 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების 1 ლარად გადაცემაში, დახმარების გაწევის სანაცლოდ, ქრთამის სახით, 20 000 აშშ დოლარი გამოართვა.
დანაშაულებრივ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ – ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 11 წლამდე ვადით.