გროზნოს ცენტრში, დაახლოებით ღამის 3 საათზე, მასობრივი აფეთქება მოხდა. როგორც რუსულენოვანი გამოცემები იტყობინებიან, გროზნოში ბოევიკებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა.
"Life News"-ის ინფორმაციით სასიკვდილოდ დაიჭრა 3 სამართალდამცავი.
ტელეკომპანია "Дождь"- ის ინფორმაციით ბოევიკები თავდაპირველად ერთ-ერთ მეჩეთთან მდებარე საგზაო პოლიციის პოსტს დაესხნენ თავს, შემდეგ კი ახლოს მდებარე "პრესის სახლს, რომელსაც მალე პოლიციამ ალყა შემოარტყა. მისივე ცნობით, კი ქალაქის №9 საავადმყოფოში ბევრი დაჭრილია გადაყვანილი.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "ინსტაგრამის" საშუალებით ეხმაურება რამზან კადიროვი და წერს, რომ ექვსი ბოევიკი ლიკვიდირებულია.
"ვერცერთი ბოევიკი ვერ მოახერხებს გაქცევას. ექვსივე ლიკვიდირებულია, ოპერაციას თავად ვხელმძღვანელობდი. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, არ დავუშვათ მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში", _ წერს კადიროვი.