ამ წუთებში, ქალაქ ოზურგეთში, ანასეულში, ჩაის სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის წინ, ამავე ინსტიტუტის ყოფილი და მოქმედი მეცნიერმუშაკები, თანამშრომლები, ლექტორები და ანასეულის მცხოვრებლები, საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ინსტიტუტი, რომელიც დიდი ისტორიის მატარებელია, ნადგურდება.
როგორც ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს წევრი, ნანული ორაგველიძე "გურია ნიუსთან" ამბობს, მას აქვს ინფორმაცია, რომ გუშინ ინსტიტუტში ჩამოსული იყო აგრარული უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, რომლის ხელმძღვანელობითაც, ჩაის სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის ნგრევა დაიწყო.
ცნობისთვის, ეს ინსტიტუტი კახა ბენდუქიძემ რამდენიმე წლის წინ შეიძინა და ის დღესაც მის საკუთრებაშია.
ვრცელ ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებზე, „გურია ნიუსი“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.