ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბეგლარ სიორიძე ანასეულის სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ მუშაკებსა და თანამშრომლებს შეხვდა.ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გარშემო, რაც აღნიშული ინსტიტუტის გასხვისებას, კერძო საკუთრებაში გადაცემას, მოჰყვა.
გაუგებარია, რამდენად კანონიერად მოხდა ამ ინსტიტუტის გასხვისება,შენობიდან ძალისმიერი მეთოდით გამოგვიყვანეს. არაერთი განცხადება შევიტანეთ სხვადასხვა ინსტანციაში, ამ ეტაპზე პროკურატურა განიხილავს მისი კანონიერების საკითხს, ძალიან ბევრი კითხვა დაგვიგროვდა. სუბტროპიკული დარგის განვითარება შეიძლება მეცნიერების გარეშე? სანამ ძიება მიდის ხომ შეიძლება შევაჩეროთ ნგრევა. რა ბედი ელის ასწლოვან წიგნებს, რომლებიც დარბაზიდან გამოიტანეს და ვინ იცის, რა პირობებში ინახება.ხელშეკრულება, რომელიც 2011 წელს დაიდო ეკონომიკის სამინისტროსა და აწ გარდაცვლილ კახა ბენდუქიძეს შორის ითვალისწინებდა აღნიშნულ კომპლექტში სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას – საუბრისას აღნიშნეს ინსტიტუტთან შეკრებილებმა.
თემურ რევიშვილი: "ყველას აქვს უფლება შეიკრიბოს და გამოხატოს თავისი აზრი, თუმცა, სჯობს სამართლებრივ ჭრილში განვიხილოთ საკითხი,შეგახსნებეთ, რომ შენობა წარმოადგენს კერძო საკუთრებას, რომელშიც ძალიან ბევრი აქტივობაა დაგეგმილი, კეთდება თანამედროვე დონის ამერიკული კვლევის ლაბორატორია. მე შიმიძლია დაგათვალიერებინოთ მიმდინარე სამუშაოები, თუ რისი განხორცილებაც იგეგმება".
ბეგლარ სიორიძე:" ძალიან კარგად ვიცი და მესმის ამ ინსტიტუტის მნიშვნელობა, კარგად მახსოვს მისი წარსულიც. სამწუხაროა, რომ დღეს იგი ამ სახით წარმოგვიდგება. პირველ ყოვლისა, უნდა გავიგოთ თუ რამდენად კანონიერად მოხდა შენობის გასხვისება, პრობლემა ვერ გადაწყდება ქალაქის მერიის დონეზე, ცენტრალური ხელისუფლება უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში. დავწეროთ კოლექტიური წერილი, რომ დაიწყოს აღნიშნული თემის ძირეული მოკვლევა. გნებავთ, შევქმნათ კომისია, რომელიც შეაგროვებს ყველა საჭირო ინფორმაციას. შეიძლება ისეთი რამ კეთდება, რომელსაც ყველა ჩვენგანი მივესალმებით. იმსჯელოს და გადაწყვიტოს კომისიამ".
(R)