"გურია ნიუსის" ინფორმაციით, გურიის გუბერნატორად სამი კანდიდატი სახელდება – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, დავით სიხარულიძე; "ქართული ოცნების" გურიის კოორდინატორი, გოჩა მეგრელიშვილი და გურიის ტყის მართვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ბესიკ ქარჩავა.
გოჩა მეგრელიშვილი, ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს, ჩვენ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას არ ადასტურებს:
"არაფერი გამიგია. გიორგი ჩხაიძემ რამდენიმე საათის წინ დატოვა თანამდებობა და ასე უცებ გავრცელდა ინფორმაცია გურიის მომავალი გუბერნატორის კანდიდატურის შესახებ?" – გვითხრა გოჩა მეგრელიშვილმა.
რაც შეეხება დავით სიხარულიძეს, მისი თქმით, ეს ინფორმაცია პირველად ჩვენგან გაიგო. ხოლო, ბესიკ ქარჩავასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.