მაკა დოლიძე:
_ ძალიან უარყოფითად. მე მაღაზიაში ვმუშაობ. ბოლო დღეებში რა პროდუქტიც მივიღეთ, ყველაზე ფასია მომატებული. მაგალითად, ბრინჯზე, წიწიბურაზე, სიგარეტებზე ფასები უკვე მომატებულია. კურსის ვარდნამ განსაკუთრებით საზოგადოების იმ ფენაზე იქონია გავლენა, რომელთა თვიური შემოსავალი ძალიან დაბალია.
მანანა ჟღენტი:
_ ძალიან ცუდად აისახა ყველაფერზე. ფასებმა მოიმატა, ჩვენთვის კი ხელფასი არავის გაუზრდია, შესაბამისად, ხარჯი მეტია, შემოსავალი _ ნაკლები.
გელა სიხარულიძე:
_ ძალიან ცუდია, რაც ხდება. დოლარის კურსი მატულობს, შემოსავალი კი _ იკლებს.
მარინა ჟღენტი:
_ დოლარის კურსის ასე მატება ძალიან ცუდად აისახა ჩვენზე. ყველა მეორე ადამიანს სესხი აქვს გამოტანილი ბანკიდან. ბევრს დოლარში აქვს ეს სესხი და ეს ძალიან ცუდია.
ევტიხი კაკურია:
_ როგორ ვაფასებ და საშინლად. ამ მთავრობის შემხედვარე კიდევ კარგად ვართ. ხალხისკენ არავინ იხედება და შედეგი ისაა, რომ ხალხს საჭმლის ფულიც არ აქვს.