136 ობიექტში არაკრიტიკული, 6 რესტორანში კი კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს საქართველოს მასშტაბით რესტორნების შემოწმების შედეგად.
ინფორმაციას ამის შესახებ, კახეთის საინფორმაცია ცენტრი ავრცელებს.
უმეტეს შემთხვევაში ბიზნესოპერატორებმა შემოწმების დროს ვერ წარადგინეს პროდუქციის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ასევე, სამზარეულოების დიდი ნაწილი არ იყო დაცული მღრღნელებისა და მწერებისგან.
თბილისი – რესტორანი „მუხამბაზი“ (ლესელიძის N6) არ ტარდება სადერატიზაციო და სადეზინსექციო სამუშაოები, ტუალეტი არ არის აღჭურვილი ჰიგიენური საშუალებებით თხევადი საპონით და ერთჯერადი ხელსახოცებით. ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა სასმელი წყლის ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული კვლევის ოქმი, სრულყოფილად არ აწარმოებს სადეზინფექციო სამუშოებს.
რესტორანი „ბოჰემა“ (გრიშაშვილის N11) სამზარეულო არ არის დაცული მწერებისგან, ბიზნესოპერატორი არ აწარმოებს ჩატარებული სადეზინფექციო სამუშაოების აღრიცხვას და ვერ წარმოადგინა სურსათის საწარმოებლად გამოყენებული სასმელი წყლის ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული გამოცდის ოქმი. სამზარეულოში უცხო პირთა შესვლისას არ გამოიყენება დამცავი ტანსაცმელი.
შპს „ზვარე – 1961“-ის რესტორან-საცხობი“ (ჭავჭავაძის გამზირის ბოლოს) შესასვლელებთან არ არის მოწყობილი დეზობარიერები, საცხობის შესასვლელ კარზე არ არის მოწყობილი მწერებისგან დამცავი ადვილად გასაწმენდი ბადე, ობიექტზე შაქარი ტომრებით განთავსებულია იატაკზე.
ტავერნა „ორიგინალი“ (ც. დადიანის ქ. N108)სამზარეულო არ არის მოწყობილი, რომ იძლეოდეს სრულყოფილად დასუფთავების შესაძლებლობას, სამზარეულოს ჭერი არაერთგვაროვანია, შესაბამისად არ არის ადვილად გასაწმენდი, ხდება ჭუჭყის დაგროვება, ჭუჭყის დაგროვება ხდება ფქვილის შესანახ ოთახშიც, ცომის მოსაზელი დანადგარი არ იძლევა გარშემო ტერიტორიის გაწმენდის შესაძლებლობას.
შპს „მეგობრობას“ რესტორანი (მტკვრის მარცხენა სანაპირო)სამზარეულო არ იძლევა სრულყოფილი დასუფთავების და დეზინფიცირების საშუალებას, ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა სურსათის საწარმოებლად გამოყენებული სასმელი წყლის ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული გამოცდის ოქმი.
რესტორანი „პომიდორისიმო“ (ჭავჭავაძის გამზ. N33)წარმოებისათვის გამოსაყენებელი ნედლეული (ბოსტნეული) განლაგებულია იატაკზე, მაცივარში წინასწარ მომზადებულ ნახევარფაბრიკატებზე, ძეხვეულსა და საკონდიტრო ნაწარმზე არ არის მითითებული შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა, ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა შესაფუთი მასალის სერტიფიკატი.
რესტორანი „სამეფო კარის ლუდი“ (ვაჟა-ფშაველას გამზ N20)ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა სასმელი წყლის ხარისხის დამადასტურებელი გამოცდის ოქმი, მაცივარში წინასწარ მომზადებული ნახევარფაბრიკატებზე არ არის მითითებული შენახვის პირობები და დამზადების თარიღი.
შპს „კოლხეთის“ რესტორანი (მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გუდაუთის ქუჩის მიმდებარედ)მაცივრებში არ არის ტემპერატურის გაკონტროლების შესაძლებლობა – არ არის თერმომეტრები, დასუფთავების და დეზინფექციის ყოველი პროცედურა არ არის აღრიცხული თარიღის მითითებით, სასაწყობე სათავსოში დარღვეულია იატაკის ნაწილის მთლიანობა.
რესტორანი „ბეღელი“ (თამარაშვილის 1 შესახვევი) მაცივრებში არ არის ტემპერატურის გაკონტროლების შესაძლებლობა, კრემიან საკონდიტრო ნაწარმზე არ არის მითითებული შემადგენლობა, დამზადების თარიღი, რეალიზაციის ვადა.
სწრაფი კვების რესტორანი „ელვისი“ – კრემიან საკონდიტრო ნაწარმზე არ არის მითითებული შემადგენლობა, დამზადების თარიღი, რეალიზაციის ვადა, მომსახურე პერსონალს გავლილი არ აქვს შესაბამისი სწავლება სურსათის ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებით.
რესტორანი „მირზაანი“ (უზნაძის N41) სამზარეულოში გასანათებელი მოწყობილობის დამცავი ფარი დაზიანებულია, სამზარეულოს შესასვლელთან არ არის დეზობარიერი, ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა სურსათის საწარმოებლად გამოყენებული სასმელი წყლის ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული გამოცდის ოქმი.
რესტორანი „კერია“ (ბელიაშვილის ქუჩა)გარეთ გამავალი ფანჯრები არ არის დაფარული მწერებისგან დამცავი ადვილად გასაწმენდი ბადით, სამზარეულოში შესაცვლელია ინვენტარის ნაწილი (ხის დაფები, საწური, ტაფები, ქვაბები).
რესტორანი „წისქვილი“ (ბელიაშვილის ქუჩა) ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა სურსათის საწარმოებლად გამოყენებული სასმელი წყლის ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული გამოცდის ოქმი და პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
რესტორანი „ფორტუნა“ (დ. აღმაშენებლის ხეივანი)მაცივრებში (საოჯახო) არ არის ტემპერატურის გაკონტროლების საშუალება (თერმომეტრები), სამზარეულოს კედლის ნაწილი დაზიანებულია და არ იძლევა სრულყოფილი დეზინფიცირების საშუალებას.
რესტორანი „ზარმაცები“ (ქსნის ქ. 45ა.)სამზარეულოს საკან-მაცივრებში არ არის თერმომეტრები, გარეთ გამავალი ფანჯრები არ არის დაფარული მწერებისგან დამცავი ადვილად გასაწმენდი ბადით.
რესტორანი „ქიზიყი“ (აღმაშენებლის ხეივანი მე-9 კმ.)სამრეცხაოში ფანჯრები არ არის დაფარული მწერებისაგან დამცავი ბადით და არ ხდება სარეზერვო ავზზე ჩატარებული სადეზინფექციო სამუშაოების აღრიცხვა.
რესტორანი „მუხამბაზი“ (აღმაშენებლის ხეივანი, მე-11 კმ) შენობა არ არის დაცული მღრღნელების, მწერებისა და ცხოველებისაგან, გარეთ გამავალი ფანჯრები არ არის დაცული მწერებისაგან დამცავი ბადით (სამზარეულოში და სამრეცხაოში), სამრეცხაოში მაგიდის ზედაპირები არ ექვემდებარება რეცხვა-დეზინფიცირებას. სამზარეულოს ინვენტარი ხის კოვზები, ქვაბები და დაფები არ არის სუფთა მდგომარეობაში.
შპს „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტის“ რესტორანი „რედისონი“ (ვარდების რევოლუციის მოედანი N1)კარტოფილის საფცქვნელი აპარატი მოძველებულია, აქვს ნადები და არ ექვემდებარება რეცხვა/დეზინფიცირებას, ფრის მოსამზადებელი აპარატი არ არის სუფთა მდგომარეობაში.
შპს „სენატის“ რესტორანი (ვაკის პარკის მ/ტ)არ ხდება მღრღნელებისა და მწერების შენობაში შეღწევის შემთხვევაში, ჩატარებული სადეზინფექციო, სადერატიზაციო და სადეზინსექციო სამუშაოების აღრიცხვა, სამზარეულოში გაზქურა, ღუმელი, გამწოვები, აგრეთვე, ხაჭაპურის საცხობის ღუმელი არ არის სუფთა მდგომარეობაში. პროდუქტის გასაცემი მაგიდა, სამრეცხაოში ჭურჭლის დასაწყობი თაროები, ასევე ხაჭაპურის საცხობ ოთახში მაგიდის ზედაპირები არ ექვემდებარება რეცხვა-დეზინფიცირებას.
რესტორანი „ანტრე ბატონო“ (ხევძმარის ქუჩა)ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა სურსათის საწარმოებლად გამოყენებული სასმელი წყლის ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული გამოცდის ოქმი, სამზარეულოში არსებული ხორცის მანქანის და ხინკლის მოსახარში ქვაბის გარე ზედაპირები ნაწილობრივ კოროზირებულია.
შპს „HB მადიანი“ რესტორანი (ვირსალაძის ქ. № 7)ბიზნესოპერატორი არ აწარმოებს წყლის სამარაგო ავზის დეზინფიცირების პროცედურების აღწერას, ხორცის მანქანის გარე ზედაპირი ნაწილობრივ კოროზირებულია, სამზარეულოში ფქვილი ტომრით განთავსებულია იატაკზე.
რეტორანი „თაღლაურა“ (ბელიაშვილის ქუჩაზე)არ გააჩნია ხბოს ხორცის (4,2 კგ) ჯანმრთელობის ნიშანდება (ვეტერინარული მოწმობა ფორმა N2, სამზარეულოს ჭერზე ხდება ჭუჭყის დაგროვება, ასევე ხორცის დასამუშავებელი ოთახის ჭერი, სამწვადის ჭერი და სახაჭაპურის ჭერი არ არის ადვილად გასაწმენდი, ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა სასმელი წყლის ხარისხის დამადასტურებელი გამოცდის ოქმი.
„თაღლაურა“ (მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან ვახუშტის ხიდის მიმდებარედ)რესტორანშიზედა სამზარეულოში არის არ საჭირო სიღრმის ხორცისა და თევზის გასარეცხი ჩანი, სამწვადეში და გამწოვ–ძაბრებში ხდება ჭუჭყის დაგროვება, ხელსაბანები არ არის აღჭურვილი შესაბამისი ჰიგიენური საშუალებებით, საწარმოში არ არის უზრუნველყოფილი სათანადო სისუფთავე ყველა უბანზე.
„თაღლაურა“ (ოქროყანისკენ მიმავალი გზაზე)რესტორნის გამწოვ ძაბრებში ნაწილობრივ ხდება ჭუჭყის დაგროვება. ხელსაბანები არ არის აღჭურვილი შესაბამისი ჰიგიენური საშუალებებით, სამზარეულოში ამორტიზირებულია კერძების მოსამზადებელი აღჭურვილობის ნაწილი (ტაფა, ქვაბი).
შპს „TEREMOK GROUPE“ რესტორანი (ალიაშვილის ქ. №2)ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა სურსათის საწარმოებლად გამოყენებული სასმელი წყლის ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული გამოცდის ოქმი, პერსონალი სრულყოფილად არ იყენებს დამცავ ტანისამოსს.
შპს „თორი“ სასტუმრო რესტორანი (ჭანტურიას ქ. N10)სამზარეულოს ფანჯრები არ არის დაფარული მწერებისაგან დამცავი, ადვილად გასაწმენდი ბადით, ასევე დარღვეულია სამზარეულოში კედლის ნაწილის მთლიანობა (ჩამოყრილია კაფელის ფილები).
რესტორანი „ძველი დუქანი“ (აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ)სამწვადე არ იძლევა დასუფთავებისა და დეზინფიცირების საშუალებას, შენობაში ხდება ჭუჭყის დაგროვება, ტუალეტი არ არის სუფთა მდგომარეობაში და ხელსაბანი არ არის შესაბამისი ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვილი.
შპს „ჯი-ემ-თი სასტუმროების“ რესტორანი (თბილისი მერიოტი, რუსთაველის გამზ. N13)ლიფტის კართან (სამზარეულოს შესასვლელთან) არ არის მოწყობილი დეზობარიერი, სამზარეულოს იატაკი რამოდენიმე ადგილზე დარღვეულია და არ იძლევა დეზინფიცირების საშუალებას, კედელი სამზარეულოს შესასვლელ კართან დაზიანებულია და არ არის ადვილად გასაწმენდი, მიღებული ნედლეული (შებოლილი შაშხები) არ არის ეტიკეტირებული.
რესტორანი „მარაბდა“ (რუსთავის გზატკეცილი მე-8 კმ) სამზარეულოს ოკანი არ არის აღჭურვილი ცხელი წყლით, ფქვილი ტომრით განთავსებულია იატაკზე, ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა სურსათის საწარმოებლად გამოყენებული სასმელი წყლის ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული გამოცდის ოქმი.
რესტორანი „სამიკიტნო“ (კოსტავას 77)სამზარეულოში არ არის საკმარისი რაოდენობის ჩანი ნედლეულის ცალცალკე გასარეცხად, გარეთ გამავალი ფანჯრები არ არის დაფარული მწერებისაგან დამცავი, ადვილად გასაწმენდი ბადით, სამზარეულოს შესასვლელში არ არის მოწყობილი დეზობერიერი.
რესტორანი „ტეხას ჩიქენი“ (კოსტავას 77) შესასვლელი, საიდანაც ხდება ნედლეულის შემოტანა არ არის მოწყობილი ისე, რომ გამოირიცხოს სურსათის რაიმე სახით დაბინძურება, შესაფუთი მასალა, რომელიც უშუალო შეხებაშია სურსათთან, არ ინახება განცალკევებულად.
რესტორანი „KOBZAR“ (ათონელის ქ. 23)ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა პერსონალის ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე მომსახურე პერსონალს არა აქვს გავლილი შესაბამისი სწავლება, სურსათის ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებით.
რესტორანი „სამიკიტნო“ (პუშკინის ქ. 5/7)მომსახურე პერსონალის ტუალეტში დაზიანებულია მექანიკური ვენტილაციის საშუალება, სამზარეულოს შესასვლელებში არ არის საკმარისი დეზობარიერები, დასალაგებელი ინვენტარი არ ინახება განცალკევებულად.
შპს „TDK GROUPE“-ის რესტორანი (მტკვრის მარცხენა სანაპირო, ავტოგასამართი სადგურის მიმდებარედ) კარადა-მაცივარში არ ხდება ტემპერატურის კონტროლი, ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა სურსათის საწარმოებლად გამოყენებული სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლევის ოქმი, ინვენტარის ნაწილი (ხის კოვზები) დამზადებულია ისეთი მასალისგან, რომელიც არ ამცირებს დაბინძურების რისკს, ამავე რესტორანში საანალიზოდ აღებულ მწვანილის ნიმუშში გამოვლინდა მიკრობიოლოგიური დარღვევა.
რესტორანი „ჭაშნაგირი“ (მტკვრის მარცხენა სანაპირო)შენობაში ჩასატარებელია გენერალური რეცხვა-დეზინფიცირება, საკან-მაცივარსა და კარადა-მაცივარში არ ხდება ტემპერატურის კონტროლი (არ არის თერმომეტრები), მომსახურე პერსონალის ტუალეტი არ არის აღჭურვილი შესაბამისი ჰიგიენური საშუალებებით (თხევადი საპონი, ქაღალდის ხელსახოცები). საანალიზოდ აღებულ მწვანილის ნიმუშში გამოვლინდა მიკრობიოლოგიური დარღვევა.
შპს „კოლხეთის“ სახინკლე -რესტორანი (მტკვრის მარცხენა სანაპირო)ხორცის დასამუშავებელ განყოფილებაში ონკანიარ არის აღჭურვილი ცხელი წყლით, სახინკლის ხორცის დასამუშავებელ და რესტორნის ბლინების დასამზადებელ გაყოფილებებში, ასევე სახინკლის და რესტორნის კამერა-მაცივრების იატაკი ნაწილობრივ დაზიანებულია, რაც არ იძლევა მისი სრულყოფილად გაწმენდის და დეზინფიცირების საშუალებას. სახინკლეში ფქვილი ტომრით განთავსებულია იატაკზე. სახინკლეში მაცივარში არაერთგვაროვანი პროდუქცია არ არის განცალკევებული (ხორცი და თევზი).
რესტორანი „Otium“ ( კუს ტბის გზის მიმდებარედ)მშრალი პროდუქციის შესანახად არ არის გამოყოფილიცალკე საწყობი, პიცის ცომსაზელი მოწყობილობა დამონტაჟებულია საწყობისთვის გამოყოფილ დერეფანში.
რესტორანი „პურის სახლი“ (გორგასლის ქ. №7)სამზარეულოს შესასვლელებში არ არის მოწყობილი დეზობარიერები, დაზიანებულია იატაკი, არ იძლევა რეცხვა-დეზინფიცირების საშუალებას, ინვენტარის სამრეცხაოში არ არის საკმარისი თაროები გარეცხილი ჭურჭლის მოსათავსებლად.
„Sky Bar“ (მეტეხის ქ. №22)გარეთ გამავალი ფანჯრები დაფარული არ არის მწერებისგან დამცავი ადვილად გასაწმენდი ბადით, მაცივარში არაერთგვაროვანი პროდუქცია არ არის განცალკევებული, პერსონალი არასრულყოფილად იყენებს დამცავ ტანისამოსს.
რესტორანი „შემოიხედე გენაცვალე“ (მარჯანიშვილის ქ. N5)ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა ხბოს ხორცის (10.100კგ) ჯანმრთელობის ნიშანდება (ვეტერინარული მოწმობა ფორმა №2), დამხმარე სათავსო არ არის დაცული მღრღნელებისა და ცხოველებისაგან, კამერა მაცივარი და ხორცის შესანახი ჭურჭელი არ არის სუფთა მდგომარეობაში და საჭიროებს დეზინფიცირებას. ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა სურსათის საწარმოებლად გამოსაყენებელი სასმელი წყლის ხარისხის დამადასტურებელი გამოცდის ოქმი.
შპს „ნია 2010“ -ს რესტორანი (კ. ჩალაძის N1) ბიზნესოპერატორი არ აღრიცხავს მაცივრების ტემპერატურულ რეჟიმებს, ასევე ვერ წარმოადგინა სურსათის საწარმოებლად გამოყენებული წყლის ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული აქტი, ტუალეტიების გამოსასვლელებში არ არის მოწყობილი დეზობარიერები, საწარმო სრულყოფილად არ არის დაცული მწერებისაგან.
შპს „ლა ტრუფ“-ის რესტორანი (მთაწმინდის პარკი)სამზარეულოს ხელსაბან ნიჟარას არ მიეწოდება ცხელი წყალი, საწარმოში არ ტარდება სადერატიზაციო და სადეზინფექციო სამუშაოები, არ არის უზრუნველყოფილი სურსათის (ხორცისა და ხორცპროდუქტების) დამუშავების პირობები, კერძოდ, სამზარეულოს ფართი არ იძლევა სხვადასხვა სახეობის სურსათის დამუშავებისათვის შესაბამისი პირობების შექმნას. ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა სასმელი წყლის ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული კვლევის ოქმი.
კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა მთაწმინდის პარკში მდებარე შპს „ევროფუდს & ტექნოლოჯი“-ს რესტორანშიც.
რესტორანი „მონადირე“ (დაბა წყნეთი) ობიექტის სამზარეულოს იატაკი ნაწილობრივ არ იძლევა სრულყოფილად დასუფთავების საშუალებას, მაცივარში მოთავსებული კონტეინერები და ჯამები ინახება თავღია მდგომარეობაში, ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა სურსათის საწარმოებლად გამოყენებული სასმელი წყლის ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული გამოცდის ოქმი.
ი.მ. „ლევან გალუაშვილის“ რესტორანი – სამზარეულოში გასარეცხ ჩანთან, ასევე სამრეცხაოში არსებული კედლები ნაწილობრივ არ იძლევა სრულყოფილად დასუფთავების შესაძლებლობას, სამზარეულოში ქურის ქვეშ და სამრეცხაოში არსებული იატაკი არ იძლევა სრულყოფილად დასუფთავების შესაძლებლობას, ტუალეტი არ არის აღჭურვილი შესაბამისი ჰიგიენური საშუალებებით (თხევადი საპნით და ქაღალდის ხელსახოცით), ნაწილობრივ კოროზირებულია მაცივრის თაროები.
შპს „ლორდი 2014“-ის რესტორანი (რუსთაველის ქ. №1) სამზარეულოს შესასვლელი არ არის იმგვარად მოწყობილი რომ გამოირიცხოს საკვების რაიმე სახით დაბინძურება, ხორცის დასამუშავებელ განყოფილებაში კედლები ნაწილობრივ დაზიანებულია, რაც არ იძლევა მისი სრულყოფილი რეცხვა დეზინფიცირების საშუალებას. სამზარეულოსა და ხორცის დასამუშავებელიგანყოფილების ონკანები არ არის აღჭურვილი ცხელი წყლით.