ბრიტანული გამოცემა „The Sun“-ის ინფორმაციით, ცნობილი მსახიობი, წარმოშობით უელსელი სერ ენტონი ჰოპკინსი კლასიკური მუსიკით დაინტერესდა და საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა ახალ ამპლუაში სურს.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ 76 წლის სერ ენტონი აპირებს ცოტა ხნით შეისვენოს გადაღებებისგან და მსოფლიო ტურნეში გაემგზავროს როგორც პიანისტი.
ჰოპკინსი მსოფლიო ტურნეს დაწყებას ავსტრალიაში გეგმავს. მსახიობი ორკესტრის თანხლებით ფორტეპიანოზე დაუკრავს. ამის პარალელურად ის დამსწრე საზოგადოებას სხვადასხვა მუსიკალური ისტორიებითაც შეაქცევს.
მომავალი საგასტროლო ტურნე მიმდინარე წლის ზაფხულშია დაგეგმილი. ჯერჯერობით უცნობია “მწვანე კონტინენტის” შემდეგ მსახიობი რომელ ქვეყნებს ესტუმრება.