საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2014 წლის ნოემბრში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 0.4%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 42 855 ერთეული შეადგინა.
ა.წ. ნოემბერი 2010-2013 წლების იმავე თვესთან შედარებით ცალსახად ზრდით გამოირჩევა: 2010 წლის ნოემბერთან (31 773 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 34.9%-ით, 2011 წლის ნოემბერთან (36 733 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 16.7%-ით, 2012 წლის ნოემბერთან (39 218 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 9.3%-ით და 2013 წლის ნოემბერთან (42 664 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 0.4%-ით.
წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 7.6%-ით შემცირდა: კლება და-ფიქსირდა როგორც პირველადი (8.2%-ით), ისე მეორადი (7.5%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2014 წლის ნოემბრის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010 =100) დაფიქსირდა 1.019 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.014).
აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით შემცირდა უძრავი ქონების პირველადი (20.2%-ით), ხოლო გაიზარდა მეორადი (5.7%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა. 2014 წლის ნოემბრში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ – 6 929, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ – 35 926 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით
შესაბამისად 0.626 და 1.159 დონეებზე დაფიქსირდა. რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით შემცირდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. ნოემბერში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 83.8%-ს მეორადი, ხოლო 16.2%-ს პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2013 წლის ნოემბერში კი – შესაბამისად 79.7% და 20.3%).