პროკურატურის მიერ ორგანიზებულ ინტელექტუალურ თამაშში "რა? სად? როდის?", რომელიც გურიის სკოლებს შორის გაიმართა, ჩემპიონის ტიტული ქალაქ ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის ინტელექტუალთა გუნდმა _ "ევერესტმა" მოიპოვა.
გუნდის კაპიტანი არჩილ ბურჭულაძე გახლდათ. წევრები _ ივიკო ვასილევი, ირაკლი კვირკველია, დავით თოიძე, დემეტრე ვასაძე, ავთო თავდიშვილი და ლაშა მორჩილაძე.
ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვეს და გულშემატკივრებიც გაახარეს.