ასე გამოეხმაურა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, დავით სუჯაშვილი, გიორგი ზედელაშვილის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილედ დანიშვნას.
"გიორგი ზედელაშვილის პროფესიული გამოცდილება საბჭოსთვის მნიშვნელოვანი იქნება. იგი 2013 წლის ნოემბრიდან დღემდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, 2013 წლის თებერვლიდან – ნოემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორი იყო. მან სამსახური 1994 წელს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის რაიონული განყოფილების ოპერატიული თანამშრომლად დაიწყო და მას შემდეგ სამსახურებრივი იერარქიის ყველა საფეხური გაიარა", _ განაცხადა დავით სუჯაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ზედელაშვილი, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილედ დღეს დაინიშნა.