რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „La Stampa” სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა – იტალიის პატარა ქალაქ ვალაროს მერმა სპეციალური დადგენილება გამოსცა, რომლითაც ხნიერ მამაკაცებს „ვიაგრას“ შეძენა ნახევარ ფასში შეუძლიათ.
როგორც მერმა განაცხადა, ხალხის სრული კეთილდღეობისთვის აუცილებელია, თითოეულმა სრულფასოვანი სექსუალური ცხოვრებით იცხოვროს.
პენსიონერების ეროტიკული დამშვიდება ქალაქის ბიუჯეტს არ დააზარალებს, რადგან თანხის მეორე ნახევარი ჯანსაღმა მამაკაცებმა უნდა გაიღონ საქველმოქმედოდ.
ჯანმრთელებს ხნიერ თანამემამულეთა დახმარების სურვილი რამდენად ამოძრავებთ ძნელი სათქმელია, მაგრამ ვალაროს მერი იმედოვნებს, რომ ისინი დიდ მოქალაქეობრივ შეგნებას გამოიჩენენ და გაჭირვებულ თანაქალაქელებს სექსის გარეშე არ დატოვებენ.