"ილია ჭავჭავაძის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ინტელექტუალი არ გვყოლია", _ ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმა თამაზ თამაზაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა.
"იმედის კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუში თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი მთავრობის მუშაობაში არ ერევა:
_ ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ ერევა მთავრობის საქმიანობაში. შეიძლება მან რჩევას მისცეს და ან რატომ არ უნდა მისცეს ასეთმა ინტელექტუალმა, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, დავუშვათ თუნდაც ოცნების წარმომადგენელს? ივანიშვილი მთავრობის საქმეებში არ ერევა. ალბათ ის რომ ჩარეულიყო, რაც ხდება აქამდე, არ მოხდებოდა, _ განაცხადა თამაზაშვილმა.
მისივე განმარტებით ზვიად ჯანყარაშვილი მუშაობით გადაიღალა და სწორედ ეს გახდა თანამდებობის დატოვების მიზეზი:
_ ზვიად ჯანყარაშვილი გადაიღალა ამდენი მუშაობით. ჯანყარაშვილმა დიდი საქმეები გააკეთა. იგივე გააკეთეს სხვებმაც. ასე რომ, ბიძინა არაფერ შუაში არაა. და საერთოდაც, ბიძინაზე ბევრ ლაპარაკს უნდა დაანებონ თავი, რადგანაც კაცმა, რომელმაც უსისხლოდ მოგაგებინა, კაცმა, რომელმაც თითქმის მთელი საქართველო გადაარჩინა და ილია ჭავჭავაძის შემდეგ ასეთი ინტელექტუალი აღარ გვყოლია, უნდა დაანებონ ამ კაცს თავი, _ აღნიშნა თამაზაშვილმა.