ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობზე ტესტირება უკვე ჩატარდა. ტესტირების შედეგები დღეს გახდება ცნობილი.
ტესტები გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ იყო მომზადებული და ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველი ნაწილი მიმართული იყო მონაწილის ცოდნის შესაფასებლად, ხოლო მეორე ნაწილი ემსახურებოდა უნარ-ჩვევების დადგენას.67 ვაკანსიის დასაკავებლად ტესტირებაზე გასვლის საშუალება 220 კონკურსანტს მიეცა. გამოცხადებულ ვაკანსიებზე სულ 560 განცხადება იყო შესული. აქედან, 500 განაცხადი გამგეობის მიერ გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებზე, 60 კი _ საკრებულოში.
ტესტები გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ იყო მომზადებული და ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველი ნაწილი მიმართული იყო მონაწილის ცოდნის შესაფასებლად, ხოლო მეორე ნაწილი ემსახურებოდა უნარ-ჩვევების დადგენას.67 ვაკანსიის დასაკავებლად ტესტირებაზე გასვლის საშუალება 220 კონკურსანტს მიეცა. გამოცხადებულ ვაკანსიებზე სულ 560 განცხადება იყო შესული. აქედან, 500 განაცხადი გამგეობის მიერ გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებზე, 60 კი _ საკრებულოში.
როგორც კონკურსანტებმა გვითხრეს, ტესტები საკმაოდ რთული იყო და ოზურგეთში ჩატარებული ტესტირებისგან განსხვავებით, მასში მათემატიკური ნაწილიც შედიოდა (ოზურგეთში იუსტიციის სამინისტროს მომზადებული ტესტები ჩააბარეს).
კონკურსანტებს წინ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი _ გასაუბრება ელით. ჯერჯერობით, უცნობია, როდის დანიშნავს საკონკურსო-საატესტატო კომისია გასაუბრების თარიღს. როგორც კომისიის წევრმა, თეა უჯმაჯურიძემ გვითხრა, ეს მას შემდეგ გადაწყდება, რაც გასაჩივრების ვადა ამოიწურება.
"გურია ნიუსმა" კონკურსატთა სია მოიპოვა. ამ სიის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთ ვაკანსიაზე კონკურსი საკმაოდ მაღალია. მაგალითად, საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელის პოსტის დაკავება მუნიციპალიტეტის გამგეობაში 23 კონკურსანტს სურს.
კონკურსანტთა შორის ძველი ჩინოვნიკებიც, მოქმედი საჯარო მოხელეებიც და ახალი სახეებიც არიან. შეგხვდებათ ისეთები, რომლებსაც განაცხადი ერთმანეთისგან განსხვავებულ ვაკანსიებზე აქვთ შეტანილი _ კანონი კონკურსანტს საშუალებას აძლევდა განაცხადი ხუთ ვაკანსიაზე შეევსო.
მაგალითად, გოგი ბოლქვაძეს სურს გახდეს გამგებლის წარმომადგენელი ჯვარცხმის ადმინისტრაციულ ერთეულში, ან ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის განყოფილების ხელმძღვანელი, ან ამავე სამსახურის წამყვანი სპეციალისტი მშენებლობის საკითხებში, ან წამყვანი სპეციალისტი ურბანული დაგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში, ან მუნიციპალური ქონების მართვისა და ზედამხედველობის განყოფილების უფროსი; ზვიად ბენდელიანს გამგებლის წარმომადგენლობა სურს გუთურში, ფარცხმასა და ჯვარცხმაში; ზურაბ კოტრიკაძეს ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსობა უნდა, ან ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელთა ურთიერთობის განყოფილების უფროსობა, ასევე, განაცხადი აქვს შეტანილი გამგებლის წარმომადგენელის ვაკანსიაზე გორაბერეჟოულის ერთეულში და საფინასო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის მუნიციპალური შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.
გამგებლის წარმომადგენლობა დაბაში გოჩა ჯინჭარაძეს, ლევან ჩხიკვაძეს, ნინო კაპანაძეს, თამთა მეგრელიშვილს და იამზე ტაკიძეს სურთ.
საკმაოდ დიდი კონკურსია გამგებლის თანაშემწეობაზე _ ამ თანამდებობის დაკავება სურს ლალი ყაჭეიშვილს, ლია ჩიგოგიძეს, ლია ხუნდაძეს, მარიამ დოლიძეს, მარინა ჟღენტს, ნინო კაპანაძეს, შალვა მეგრელიშვილს, გალინა ბერიშვილს, ვასილ რამიშვილს, თეონა ტრაპაიძეს, ანტონ ბერძენიშვილს.
ასევე, დიდი კონკურსია გამგებლის წარმომადგენლობაზე გუთურის ადმინისტრაციულ ერთეულში _ ამ ადგილის დაკავება სურს გურამ ორაგველიძეს, ლია ჩიგოგიძეს, გიორგი პაიჭაძეს, ზვიად ბენდელიანს, თამაზ ჟღენტს, მაია გიორგაძეს და ქეთევან ბოლქვაძეს.
რაც შეეხება საკრებულოს, მისი თავმჯდომარის თანაშემწეობა უნდა ანა ცერცვაძეს, გივი ანთიძეს, ვიქტორ ბერუჩაშვილს, ზურაბ კოტრიკაძეს, თამარ მალაზონიას, ვასილ რამიშვილს, ეთერ ხორნაულს, თეონა ტრაპაიძეს, ილია კეკელიძეს, მიხეილ უნგიაძეს.
საკრებულოს აპარატის მთავარ იურისტობაზე განაცხადი აქვს შეტანილი დემურ ბარამიძეს, ედიშერ ჯიბუტს, ეთერ ხორნაულს, ვიქტორ ბერუჩაშვილს, თამარ ახალაძეს, თამთა მეგრელიშვილს და ლევან ცინცაძეს.
საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო, საკადრო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსობა უნდათ ანა ცერცვაძეს, გია ბურჭულაძეს, ზაზა კაკურიას, თამთა მეგრელიშვილს, ლალი ყაჭეიშვილს, ლია ხუნდაძეს, მაია სიხარულიძეს, მარიკა შოშაშვილს, ჟანა სიხარულიძეს და ნინო მშვიდობაძეს.