ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჰერმესის" ერთ-ერთი თანამშრომელი, მურმან ჩ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ერთერთ მოქალაქეს სახელმწიფო საკუთრებში არსებული მიწის ნაკვეთების უკანონოდ გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 2 000 ლარი გამოართვა.
დანაშაულებრივ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.