ალეკო ქინქლაძემ ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ მართლაც დატოვა თანამდებობა და იგი განყოფილების გამგედ გადაიყვანეს ა(ა)ი პ "ლანჩხუთი-სერვისში", რომლის ხელმძღვანელიც თენგიზ ჭიჭილეიშვილია.
რაც შეეხება "ტექ-სერვისს", აქ დროებით უფროსის მოვალეობის შესრულება მამუკა ჯიჯიეშვილს დაეკისრა.
შეგახსენებთ, რომ ჩვენთან საუბარში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი პ-ის "ტექ-სერვისის" აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ალეკო ქინქლაძე კატეგორიულად უარყოფდა მასსა და მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზაზა ურუშაძეს შორის დიალოგს თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით.
ქინქლაძე მაშინ აცხადებდა, რომ ყველაფერი უბრალო მითქმა-მოთქმა იყო მხოლოდ და არ აპირებდა პოსტის დატოვებას, თუმცა გასულ ოთხშაბათს მან პირადი განცხადების საფუძველზე მაინც დათმო სამსახურის უფროსობა.