სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის გამო გამოძიება დაიწყება. ამის შესახებ "გურია ნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა განუცხადა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი ჰაკერების შეტევის მსხვერპლი რამდენიმე წუთის წინ გახდა. ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სოფლის მეურნეობის მინისტრად ნოდარ ხადური დაინიშნა. მოგვიანებით, სამინისტროს პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვებგვერდი ჰაკერებმა გატეხეს.