ამის შესახებ არხის დირექციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"ტელეკომპანია "მაესტროს" ადასტურებს რომ, არხი დატოვა დირექტორის მოადგილემ და "ცხრიანის" წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა. მასთან ერთად არხიდან წავიდა რამდენიმე პროდიუსერი და ჟურნალისტების ნაწილი. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, "მაესტროს" დირექციამ მიიღო გადაწყვეტილბა, გამოაცხადოს არხის სრული რეორგანიზაცია, რომელიც მანამდე ისედაც იგეგმებოდა. გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "ახალი ამბები" რჩება არხის პრიორიტეტად, რომელიც რეორგანიზაციის შემდეგ განახლებული ფორმატით და ბადით დაუბრუნდება სატელევიზიო სივრცეს", _ ნათქვამია განცხადებაში.