საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, ურეკში აკვარიუმის გაკეთებას და სასტუმროს მშენებლობას აპირებს – ამის შესახებ მან, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემაში "მშვიდობით იარაღო" განაცხადა.
"ურეკში ვაკეთებ ძალიან დიდ აკვარიუმს, სასტუმროს ვაშენებ ზღვის პირში. დიდ აკვარიუმს ვაშენებ სადაც დიდი ზვიგენები იქნებიან. ძალიან ლამაზი აკვარიუმი მაქვს, ახლა საზღვარგარეთ აღარ დავდივარ, მაგრამ არდადეგებზე ჩემს მეუღლეს დაჰყავს შვილები. ახლა იყვნენ ესპანეთში, ბარსელონაში და იქ დიდი აკვარიუმი ნახეს. ჩემი მეუღლე არ ამბობდა, მაგრამ ჩემმა ცოტნემ ჩაუშვა და ჩვენი აკვარიუმი გაცილებით ლამაზი არისო." – თქვა ბიძინა ივანიშვილმა.