დღეს, სხვადასხვა მედიასაშუალებებში ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, საჯარო მოხელეთა კონკურსისა და გასაუბრების შემდეგ დანიშნული პირების სია გავრცელდა.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო – საატესტაციო კომიიის წევრი, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნინო გოგუაძე "გურია ნიუსთან" აცხადებს, რომ ინტერნეტში სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებული სიიდან, თანამდებობაზე ჯერ არცერთ მათგანი არ დანიშნულა.
"კომისიამ ხმათა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნ კანდიდატებთან დაკავშირებთ. მერიის საჯარო მოხელეთა სია, კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეესაბამება, თუმცა არცერთი მათგანი ჯერ ოფიციალურად დანიშნული არ არის, შესაბამისად არცერთ მათგანზე ბრძანებები დაწერილი არ არის.
რაც შეეხება, იმას რომ აღნიშნული ინფორმაცია გამოქვეყნდა სხვადასხვა მედიასაშუალებებში, რომ თითქოს ისინი უკვე დანიშნულები არიან, ეს საიდან და რის საფუძველზე მოხდა, ვინ ატვირთა, ამაზე პასუხი ნამდვილად არ მაქვს, ჩემთვის ნამდვილად უცნობია ამ ინფორმაციის წარმომავლობა. თქვენთვის არის საჯარო კომისიის სხდომის ოქმი და შეგიძლიათ მოიპოვოთ.
აპლიკანტებს თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ შეტყობინება დაეგზავნებათ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში. ახლა იწყება ამ ხუთი დღის ათვლა, კომისიამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, თუმცა ჯერ ის ხუთი დღე არ გასულა", _ ამბობს გოგუაძე.