როგორც გაირკვა, ჰოლივუდის ვარსკვლავები თავის მოვლის ხალხურ საშუალებებს ხშირად მიმართავენ, რაც ზოგჯერ უფრო ეფექტიანი ყოფილა, ვიდრე ძვირადღირებული კრემები და შამპუნები.
მაგალითად, თურმე გვინეტ პელტროუ სხეულზე ხშირად ისვამს თაფლისა და ჰერკულესის ფაფის ნარევს, რაც კანს ელასტიკურობას ანიჭებს და აცოცხლებს.
დემი მურს გახდომაში წურბელები ეხმარებიან, ხოლო კეტრინ ზეტა ჯონსი კბილების ემალის გასათეთრებლად მარწყვის რბილობს იყენებს.
რაც შეეხება ჰოლი ბერს, ის ცელულიტს ყავის ნალექით ებრძვის, რომელიც კრაბის როლს ასრულებს. სინდი კროუფორდი კანს დილა-საღამოს წყალშერეული რძით იწმენდს. სოფი ლორენი კი სახეს ყოველდღე მინერალური წყლით სავსე ჯამში ყოფს, რომელშიც ყინულის ნატეხები ყრია.
ანჯელინა ჯოლი დროის უქონლობის შემთხვევაში თმაში საბავშვო ტალკს იზელს, რომელიც მშვენივრად იწოვს ზედმეტ ცხიმს და შემდეგ მხოლოდ თმის დავარცხნაა საკმარისი, რომ ის მბრწყინავი და ფუშფუშა გახდეს.
კეით მოსი სახეზე ხშირად ისვამს ბუასილის საწინააღმდეგო მალამოს, რომელიც თურმე უპეების სილურჯეს აქრობს.
სოფი მარსო სახესა და ტანზე კრემის ნაცვლად იტალიურ ზეითუნის ზეთს ისვამს, გვინეტ პელტროუ კი ბოტოქსის მაგივრად იყენებს კრემს, რომელშიც გველის შხამია გარეული.