ლეიბორისტული პარტიის განცხადებას, რომელშიც ქალაქის მერს, ბეგლარ სიორიძეს თანაპარტიელის, დეპუტატ ნათია შარაშენიძის დევნაში ადანაშაულებს ბეგლარ სიორიძე პასუხობს.
_ ქალაქის საკრებულოს წევრის ლეიბორისტული პარტიიდან ნათია შარაშენიძის მიერ გავრცელებული ბრალდებების ციკლი არ წყდება. ამჯერად თურმე ლეიბორისტული პარტია თანაპარტიელის დევნასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში მადანაშაულებს.
როდესაც საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ მერმა ქალბატონი ნათიას მიერ გუშინდელ გადაცემაში გაჟღერებულ ბრალდებებს განცხადებით ვუპასუხე და საკრებულოს წევრს მის მიერ გავრცელებული ბრალდებების არგუმენტაცია მოვსთხოვე, ქალბატონმა დარბაზი დატოვა.
გაუგებარია, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის რომელ მცდელობაზე საუბრობს შარაშენიძე მედია-საშუალებებთან, მაშინ, როდესაც დარბაზში არასამთავრობო და მედია სექტორი იმყოფებოდა და ისინი თვალყურს ადევნებდნენ, რომ შარაშენიძისთვის დარბაზის დატოვებაში ხელი არავის შეუშლია.
ნათია შარაშენიძის უსაფუძვლო და ცილისმწამებლურ განცხადებებს რეაგირების გარეშე არ დავტოვებ და აუცილებლად მივმართავ კანონით დადგენილ საშუალებებს, _ აცხადებს ბეგლარ სიორიძე.