ქალაქ ოზურგეთში ყოველწლიური საბავშვო საახალწლო კონცერტი 1 იანვარს არ ჩატარდება. ოზურგეთის მერიის განათლების და კულტურის სამსახურის უფროსმა, მარინა ჯაფარიძე "გურია ნიუსთან" სატელეფონო საუბრის დროს თქვა, რომ 2014 წლის 29 დეკემბერს ჩატარდება საახალწლო კონცერტი ბავშვებისთვის. მისივე თქმით, წელს საახალწლო ღონისძიებები პატარებისთვის უფრო მრავალფეროვანი იქნება.
"1 იანვარს, ყოველ წელს ხდებოდა საახალწლო კონცერტის ჩატარება, როდესაც სოციალურად დაუცველი ოჯახებს გადაეცემოდათ ტკბილეულობა და ბავშვებს ახალი წლის შემობრძანებას ულოცავდა თოვლის ბაბუა. წელს გადავწყვიტეთ, რომ ეს ღონისძიება სხვა ფორმით გავაკეთოთ. წელს მოხდება ის, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, მრავალშვილიანი და სოციალური დაუცველი ოჯახის წარმომადგენლებს დავპატიჟებთ 29 იანვარს თეატრში, სადაც ჩატარდება კონცერტი და ღონისძიების ბოლოს გადაეცემათ საახალწლო ნობათი.
27 დეკემბრიდან ქალაქ ოზურგეთში, ნაძვის ხესთან საღამოს 5 საათზე იქნება თოვლის ბაბუა, ზღაპრის პერსონაჟები. ბავშვებს შეეძლებათ, რომ სამახსოვრო ფოტოები გადაიღოს ზღაპრის გმირებთან და თოვლის ბაბუასთან, ეს იქნება 10 დღის განმავლობაში. აუცილებლად იქნება სიმბოლური საჩუქრები. ხოლო 1 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით ბავშვებისთვის უფასო წარმოდგენები გაიმართება თოჯინების თეატრში". _ გვითხრა მარინა ჯაფარიძემ.