სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. თუმცა, უცნობია კონკრეტულად ცვლილებებზეა საუბარი.
სამინისტროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დღეს სასჯელაღსრულების #14 (გეგუთი) და ბათუმის #3 დაწესებულებებს ესტუმრება და თანამშრომლებს საკადრო ცვლილებებს პირადად გააცნობს.