https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვიქტორ ორბანი – ევროპელებს არ სურთ, უკრაინა ევროკავშირში იყოს

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“დეპუტატებს არ მიეცათ საშუალება ბოლომდე გამოეხატათ თავიანთი აზრი, რაც კანონის დარღვევაა”

15:12; 29.12.2014
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე 14 საკითხი განიხილეს, ყველაზე დიდი ხმაური და აზრთა სხვადასხვაობა 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას მოჰყვა. ამ ბიუჯეტში საკმაოდ მსხვილი ხარჯი "სარეზერვო ფონდს" მიეკუთვნება. აქტიურობდნენ ქალი დეპუტატები _ თამარ ნადირიძე და ნათია შარაშენიძე, მათ რამდენჯერმე მოუხდათ შეკამათება ქალაქ ოზურგეთის მერთან, ბეგლარ სიორიძესთან, რომელსაც თანაშემწეც "ეხმარებოდა". დეპუტატები თვლიან, რომ მათი უფლებები შეიზღუდა. მერსა და დეპუტატებს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:

ბეგლარ სიორიძე: "ბაზარია თუ რა ხდება, მოაგვარეთ ისე, რომ ერთმა ილაპარაკოს!"
გელა კობალაძე: "მე გაძლევთ საშუალებას, რომ ისაუბროთ და გამოთქვათ თქვენი აზრი, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ბოლოს".
თამარ ნადირიძე: " მე მაქვს ერთი შეკითხვა _  თქვენ წინასაარჩევნოდ დაჰპირდით მოსახლეობას ბიზნესის განვითარებას, ინვესტორების მოზიდვას, ფაქტობრივად, მერიას არანაირი გეგმა არ გააჩნია, რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?
ბეგლარ სიორიძე: "ვის ეკითხებით? ვის ეკითხება?"
გელა კობალაძე: "ჩვენ"…
ბეგლარ სიორიძე: "ქალბატონო თამარ, მეც მაქვს თქვენთან შეკითხვა, ამისთვის მოვითხოვ დროს. მგონი, მე უფრო მეტი შეკითხვა მაქვს თქვენთან, ვიდრე _ თქვენ, ამიტომ მაგასაც გავარკვევთ, აუცილებლად გავაკეთებ განცხადებას".
გოჩა მგელაძე: "ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული ღონისძიებები შეადგენს 14 პროცენტს, კულტურული ღონისძიებები _ 32 პროცენტს.  პრიორიტეტია  ინფრასტრუქტურა. აგვიხსენით, რომელ სხვა ხარჯებზეა საუბარი? რაც გვჭირდება, ის არ უნდა განვსაზღვროთ?" აზრი არ აქვს უკვე! სხვა ხარჯები რა შუაშია? როცა კულტურაზე და სპორტზე 180 000 ლარია გამოყოფილი? გაუგებარია ეს ყველაფერი!"
ბეგლარ სიორიძე: " გოჩა, ჩვენ დრო არ გვქონდა იმისთვის, რომ ეს თემა მანამდე განგვეხილა? რატომ არ გავერკვიეთ ამდენი ხანი ამაში? იყო დრო ამისთვის, ახლა აღარ არის. ახსენი ერთი, მარიკა, რას ნიშნავს სხვა ხარჯები?"
მარიკა ნაცვალაძე: სხვა ხარჯების მუხლი. ეს არის ღონისძიებებისა და კულტურის ხარჯები, რომელიც 100 000 ლარს შეადგენს, ეს არის გაუთვალისწინებელი ხარჯები, შეიძლება ყველა ეს თანხა არ დასჭირდეს".
ნათია შარაშენიძე: "ბატონო გელა, აქ ისეთი ტენდენცია შეინიშნება, რომ ჩვენ ჩვენი აზრის გამოთქმა გვეკრძალება, ბატონი მერი პირდაპირ ზეწოლას ახდენს ჩვენზე. აი, ჩვენს ნებისმიერ კომენტარზე მას კომენტარი აქვს".
ბეგლარ სიორიძე: "დიახ, გავაკეთებ კომენტარს… ორი კვირაა, შემოსულია ბიუჯეტი და ახლა არკვევთ, რა მოგწონთ და რა _ არა? ქალბატონო, ხმას დაუწიეთ, ძალიან გთხოვთ, რა, გქონდათ დრო და გაგერკვიათ მანამდე".
_ "თქვენ მიერ მსგავს საქციელს სისტემატური ხასიათი მიეცა, თქვენ ზეწოლას ახდენთ გამუდმებით თითოეულ ჩვენგანზე".
ბეგლარ სიორიძე: "ნუ წიკვინებთ, რა, ძალიან გთხოვთ".
_ "ნუ მიყვირით!"
_ "თქვენ ნუ მიყვირით!"
_ "დღეს მე ხმას ამოვიღებ, ქალბატონო და თქვენ პირადად პასუხის გაცემა მოგიწევთ ბევრ კითხვაზე", _ მიმართავდა ქალაქ ოზურგეთის მერი დეპუტატს.
თამარ ნადირიძე: "ბატონო ბეგი, ნუ ნერვიულობთ. უმჯობესი იქნება, რომ თავი შევიკავოთ მსგავსი საქციელისგან, თქვენ უფრო მეტი მოგეთხოვებათ!"
მიუხედავად ასეთი პოლემიკისა, ბიუჯეტი დამტკიცდა. სხდომის დასასრულს კი, ბეგლარ სიორიძის გამოსვლის დროს, თამარ ნადირიძემ და ნათია შარაშენიძემ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს.

რამდენიმე წუთში კი ლებორისტულმა პარტიამ განცხადება გაავრცელა  და ბეგლარ სიორიძეს თანაპარტიელის დევნაში დადო ბრალი:
_ ხელისუფლების წარმომადგენლები აშკარა თავდასხმაზე გადავიდნენ ოპონენტების მიმართ, რომლებიც ღიად ამხელენ მათ კორუფციულ ვნებებს.
ქ. ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ, მის მიმართ გახორციელებული საჯარო კრიტიკის საპასუხოდ, ოზურგეთის საკრებულოს წევრს ლეიბორისტული პარტიიდან, ნათია შარაშენიძეს საკრებულოს სხდომაზე ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი მერიის თანამშრომლებმა, მერის დავალებით, მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, _ აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას განცხადებითვე უპასუხა ბეგლარ სიორიძემ:

_ "ქალაქის საკრებულოს წევრის ლეიბორისტული პარტიიდან ნათია შარაშენიძის მიერ გავრცელებული ბრალდებების ციკლი არ წყდება. ამჯერად, თურმე, ლეიბორისტული პარტია თანაპარტიელის დევნასა და  თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში მადანაშაულებს.

როდესაც საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ მერმა ქალბატონი ნათიას მიერ გუშინდელ გადაცემაში გაჟღერებულ ბრალდებებს განცხადებით ვუპასუხე და საკრებულოს წევრს მის მიერ გავრცელებული ბრალდებების არგუმენტაცია მოვთხოვე, ქალბატონმა დარბაზი დატოვა.
გაუგებარია, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის რომელ მცდელობაზე საუბრობს შარაშენიძე მედია-საშუალებებთან, მაშინ, როდესაც დარბაზში არასამთავრობო და მედია სექტორი იმყოფებოდა და ისინი თვალყურს ადევნებდნენ, რომ შარაშენიძისთვის დარბაზის დატოვებაში ხელი არავის შეუშლია.

ნათია შარაშენიძის უსაფუძვლო და ცილისმწამებლურ განცხადებებს რეაგირების გარეშე არ დავტოვებ და აუცილებლად მივმართავ კანონით დადგენილ საშუალებებს", _ აღნიშნა სიორიძემ.

სიორიძის და შარაშენიძის დაპირისპირება, ამ უკანასკნელის მიერ  მედიაში გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა, სადაც შარაშენიძემ მერიაში ჩატარებულ კონკურსს არაობიექტური უწოდა და ბეგლარ სიორიძე ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივად ხარჯვაში დაადანაშაულა.

2014 წლის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე ამბობს, რომ  საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრს გაცილებით მეტი უფლებამოსილებები აქვს, ვიდრე ქალაქის მერს:

_ საკრებულოს ნებისმიერ წევრს უფლება აქვს და ვალდებულიც არის, რომ საკრებულოს სხდომაზე დააფიქსიროს თავისი პოზიცია, ეს იქნება სიტყვიერად თუ აზრის გამოხატვის სხვა ფორმით. ამ სხდომამ დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ გარკვეულ დეპუტატებს არ მიეცათ საშუალება ბოლომდე გამოეხატათ თავიანთი აზრი, რაც კანონის დარღვევაა. ასეთი პოლიტიკა, რა თქმა უნდა, მიუღებელია.  გასაგებია, რომ მერი უმაღლესი თანამდებობის პირია, მაგრამ საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრს გაცილებით მეტი უფლებამოსილებები აქვს. დეპუტატი საკრებულოში წარმოადგენს ამომრჩეველს, რომლებმაც ხმა მისცეს მათ. ყველა შემთხვევაში უნდა მიეცეთ აზრის გამოხატვის საშუალება ბოლომდე და არანაირი ქილიკის საგნად არ უნდა იქცეს ადამიანის მიერ დაფიქსირებული აზრი და არ უნდა მოხდეს ამ კანონით განსაზღვრული უფლების შეზღუდვა.

_ ბატონო თამაზ, სხდომაზე, ბეგლარ სიორიძეს შარაშენიძესთან ე.წ. დებატებში მისი თანაშემწე სოფო ჭანტურია ეხმარებოდა, რომელიც საკრებულოს დეპუტატს მერის ნაცვლად აძლევდა შეკითხვებს. აქვს თუ არა მერის თანაშემწეს, რომელიც ხელშეკრულებით აყვანილი პირია, ამის უფლება?

_ მას, როგორც საზოგადოების ნებისმიერ წევრს, საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით შეუძლია დასვას როგორც შეკითხვა, ასევე გამოხატოს თავისი მოსაზრება. საზოგადოების წევრის მიერ საკრებულოს სხდომაზე თავისი აზრის დაფიქსირება გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის ერთ-ერთი გამოხატულებაა. თუმცა, ეს უფლება  დამსწრეს საკრებულოს თავმჯდომარემ უნდა მისცეს.

_ მერიის თანამშრომლებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ დეპუტატმა შარაშენიძემ მერიაში ჩატარებულ კონკურსთან დაკავშირებით უსაფუძვლო ბრალდებები გააჟღერა და მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

_ თუ კი ვინმე თვლის, რომ მისი უფლებები დაირღვა, აუცილებლად უნდა მიმართოს სამართლებრივ ფორმებს. არ შეიძლება სხვისი უფლების დარღვევით შეეცადონ საკუთარი უფლების დაცვას.

_  მიიჩნევთ რომ შარაშენიძის უფლებები დაირღვა?

_ იქიდან გამომდინარე, რომ მას ბოლომდე არ მიეცა საშუალება საკუთარი აზრის ბოლომდე დაფიქსირების, რათქმაუნდა  დარღვეულია.

ბეგლარ სიორიძის მიერ საკრებულოს დეპუტატების მიმართ გამოთქმულ ფრაზებთან დაკავშირებით, რომელიც  დეპუტატების ნაწილმა ღირსების შელახვად აღიქვა, ტრაპაიძე ამბობს, რომ  ამაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს:
_ ღირსება სუბიექტურია და თუ ქალბატონები თვლიან, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს, სასამართლოს უნდა მიმართონ, _ ამბობს ტრაპაიძე.

p.s.სხდომაზე განვითარებული ინციდენტის ამსახველ ექსკლუზიურ კადრებ,ს დღეს, გადაცემაში "კვირის თემა" შემოგთავაზებთ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

“ვნახეთ სააკაშვილის განცხადება, რომელიც დარდობს განათლების სისტემაზე, ამაზე მეტი უტიფრობა და ცინიზმი რა შეიძლება იყოს”

18:29; 31 იანვარი, 2026
პოლიტიკა

საერთაშორისო მედია ორგანიზაციები – მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ მიერ მართულ პარლამენტს, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა

14:59; 31 იანვარი, 2026
პოლიტიკა

კახა კალაძე: მორჩა, ასე ვეღარ გაგრძელდება

11:33; 31 იანვარი, 2026
პოლიტიკა

“საქმე იმაზე რთულადაა ვიდრე ამის წარმოჩენა უნდათ”- დავით მჟავანაძე

16:44; 30 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ჟორჟოლიანი: საქართველოში საწვავის ფასები ევროპულთან შედარებით საგრძნობლად დაბალია, თუმცა ამის მიუხედავად ვაგრძელებთ მუშაობას საწვავის კომპანიებთან

14:56; 30 იანვარი, 2026

როგორ დავიცვათ თავი გრიპისგან

რას უტოვებს თავის შემცვლელს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“ვნახეთ სააკაშვილის განცხადება, რომელიც დარდობს განათლების სისტემაზე, ამაზე მეტი უტიფრობა და ცინიზმი რა შეიძლება იყოს”

18:29; 31.01.2026
მსოფლიო

ვიქტორ ორბანი – ევროპელებს არ სურთ, უკრაინა ევროკავშირში იყოს

17:57; 31.01.2026
საზოგადოება

დავით გურგენიძე – გადადგომას არ ვაპირებ

17:51; 31.01.2026
პოლიტიკა

საერთაშორისო მედია ორგანიზაციები – მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ მიერ მართულ პარლამენტს, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა

14:59; 31.01.2026
სამართალი

დავით შარაშიძესთან ერთად ბრალდებული ორი ძებნილის დაკავება _ შსს ვიდეოკადრებს ავრცელებს

14:20; 31.01.2026
სამართალი

უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე დააკავეს

12:40; 31.01.2026
სამართალი

პოლიციელზე ძალადობისთვის ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარესთან ერთად ბრალდებული ორი ძებნილი პირი დააკავეს

12:25; 31.01.2026
საზოგადოება

განათლების სამინისტრო მოსწავლეების სასკოლო ფორმებს თავისი გემოვნებით შეარჩევს

11:36; 31.01.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე: მორჩა, ასე ვეღარ გაგრძელდება

11:33; 31.01.2026
საზოგადოება

როოგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

11:16; 31.01.2026
სამართალი

პოლიციამ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი მარნეულში დააკავა

11:09; 31.01.2026
ზაფრანი

რისი გეშინიათ ყველაზე მეტად

10:14; 31.01.2026
ზაფრანი

დღეგრძელი რომ იყოთ

10:13; 31.01.2026
ზაფრანი

ვის უყვარს ყველაზე მეტად ყურადღების ცენტრში ყოფნა

10:11; 31.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების უარყოფითი თვისებები

10:10; 31.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო