ლანჩხუთის მუნიციპლიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ყოველწლიური საბავშვო საახალწლო კონცერტი 2014 წლის 30 დეკემბერს გაიმართება.
ღონისძიება საკმაოდ მრავალფეროვანი და დატვირთული იქნება, როგორც საესტრადო, ასევე ქორეოგრაფიული ნომრებით.
ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გია იმნაიშვილის თქმით, ღონისძიების სცენარი ცენტრის თანამშრომელს თაზო იმნაძეს ეკუთვნის, ხოლო მოსამზადებელ სამუშაოებს ასევე კულტურის ცენტრის წარმომადგენელი დათო რამინაშვილი უწევს ხელმძღვანელობას.
საზეიმო კონცერტს პედაგოგ ნინო ჭელიძის აღსაზრდელები გახსნიან ნაწყვეტით მიუზიკლიდან „ვერის უბნის მელოდიები“, ხოლო დასასრულს ღონისძიების მონაწილე ყველა ბავშვს თოვლის ბაბუა დაასაჩუქრებს.