საჭირო მასალა: ხუთი კვერცხი, ორი ჭიქა შაქარი, 100 გრამი კარაქი, ორი ცალი მოხარშული ფორთოხალი (კურკაგაცლილი და გატარებული), 250 გრამი ორცხობილას ფქვილი, 1 ჩაის კოვზი სოდა ძმრით, ვანილი.
კვერცხითა და შაქრით გავაკეთოთ გოგლიმოგლი. დავამატოთ დარბილებული კარაქი, ავთქვიფოთ, დავაყაროთ ორცხობილას ფქვილი, სოდა ძმრით, ვანილი და კარგად ავურიოთ. შემდეგ გავყოთ შუაზე და ორ ნაწილად გამოვაცხოთ პერგამენტდაფენილ, ცხიმწასმულ "ჟარონაზე", საშუალო სიმხურვალის ქურაში.
კრემი: ერთი ცალი შედედებული რძე და 200 გრამი კარაქი ავთქვიფოთ კარგად. გავაკეთოთ ჩვეულებრივი ცივი კრემი. დავამატოთ ნახევარი ლიტრი რძითა და უმაღლესი ხარისხის ფქვილით მომზადებული ფაფა. კარგად ავურიოთ მიქსერით. დავუმატოთ ვანილი და ყვითელი ფერის საკონდიტრო ფხვნილი. კვლავ კარგად ავურიოთ. მივიღებთ ყვითელი ფერის ჰაეროვან კრემს. შემდეგ წავუსვათ ეს კრემი ნამცხვრის ჯერ ერთ, მერე კი ზედ დადებულ მეორე ფენას. კიდეებზე მივაფრქვიოთ ორცხობილას ფქვილი, რომელშიც შაქრის პუდრა იქნება არეული, ზემოდან კი მთლიანად დავფაროთ მრგვალად დაჭრილი ქერქშემოცლილი ფორთოხლით. დაჭრის დროს, უნდა ვეცადოთ, რომ თითოეულ ნაჭერს ზედ იდოს ფორთოხლის ერთი მრგვალი ნაჭერი.