ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2012 – 2013 წლების საფინანსო – ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში დასკვანში ბევრი ისეთი საკითხი მოხვდა, რომელზეც “ გურია ნიუსი“ არაერთხელ წერდა.
“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე 2013 წელს სტიქიით დაზარალებულების სალიკვიდაციოდ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ქარსაფარი ზოლიდან განხორციელდა ზეზეული ხეების მოჭრა ( 273 ) ხე, საერთო საბალანსო ღირებულებით – 325, 3 ათასი ლარი“
დაუმთავრებელი ძირითადი აქტივები:
“დვაბზუ -ცხემლისხიდი -ვაკიჯვარის გზის რეაბილიტაცია ღირებულებით 2 მილიონ 423 , 0 ათასი ლარი, 2013 წელს შესრულებულია მხოლოდ 2224.1 ათასი ლარის სამუშაო.
სოფელ თხინვალის გზის რეაბილიტაცია ღირებულებით 990, 0 ათასი ლარი, დასრულებულია მხოლოდ 940, 0 ლარის სამუშაოები.
ოზურგეთის #7 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ღირებულებით 150, 0 ათასი ლარი, შესრულებულია მხოლოდ 80, 1 ათასი ლარის სამუშაო
ოზურგეთის #1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, ღირებულებით 229, 6 ათასი ლარი, შესრულებულია მხოლოდ 91, 3 ათასი ლარის სამუშაოები
ოზურგეთის # 9 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, ღირებულებით 229, 9 ათასი ლარი, შესრულებულია 97, 0 ათასი ლარი
მერია- ლაითურის გზის შემაერთებელი ხიდის მშენებლობა ღირეულებით 2 მილიონ 356 , 2 ათასი ლარი, შესრულებულია მხოლოდ 700, 0 ლარის სამუშაოები“, _ აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.