ცნობილი იტალიელი კინომსახიობი, უბერებელი სოფი ლორენი დღესაც მშვენივრად გამოიყურება.
ის ულამაზესია. როგორც ამბობს, საიდუმლო სწორ კვებაშია.
ალბათ საინტერესოა როგორ იკვებება მსოფლიო კინოს ცოცხალი ლეგენდა.
სოფი ლორენის სამდღიანი დიეტა ასე გამოიყურება:
პირველი დღე – საუზმე: 170 გ ფორთოხლის წვენი, მოხარშული კვერცხი. სადილი: ნებისმიერი ბოსტნეულისგან დამზადებული სალათა, ინდაურის და უცხიმო ყველის ნაჭრებით. ვახშამი: 115 გ მაკარონი კრევეტებით, ისპანახის სალათა (დაბალკალორიული შეკმაზულობით). დესერტი: 1 ვაშლი.
მეორე დღე – საუზმე: ერთი ჭიქა მარცვლეული, უცხიმო რძით. სადილი: ბოსტნეულის სალათა და დაპრესილი ხაჭო. ვახშამი: 115 გ სპაგეტი, ინდაურის ხორცით, სალათის ფოთლები. დესერტი: 1 მსხალი.
მესამე დღე – საუზმე: უცხიმო ყველი. სადილი: 115 გ მწვანე სალათა, მოხარშული ქათმის ხორცით. ვახშამი: 170 გ უცხიმო ყველის ლაზანია, სალათა, დამზადებული სხვადასხვა მწვანილეულისგან. დესერტი: 2 ფორთოხალი.