ცოტა ხნის წინ ამერიკულ მასმედიაში გამოქვეყნდა იმ პოპულარულ მსახიობთა ჩამონათვალი რომლებიც საკუთარი ბიოგრაფიის ერთ პერიოდში პოლიტიკოსებად მოღვაწეობდნენ.
გთავაზობთ ყველაზე ცნობილი იმ ათი მსახიობის ვინაობას, რომლებმაც სხვადასხვა დროს კამერების წინ პოზირებას პოლიტიკოსობა არჩიეს და ამ სფეროში დასამახსოვრებელ წარმატებებსაც მიაღწიეს.
რონალდ რეიგანი – კოვბოი-ვარსკვლავი. მონაწილეობა მიიღო ფილმებში „კოვბოი ბრუკლინიდან“, „კინგეროუ“. იყო კალიფორნიის გუბერნატორი (1967-1985 წლებში) და ამერიკის შეერთებული შტატების 33-ე პრეზიდენტი. ერთხელ, პირდაპირ ეთერში იხუმრა, რომ ხუთი წლის შემდეგ საბჭოთა კავშირს დაბომბავდა.
არნოლდ შვარცენეგერი – აქვს საკმაოდ უხვი ფილმოთეკა: „ტერმინატორი“, „კომანდო“ და კიდევ ბევრი სხვა. კალიფორნიის 38-ე გუბერნატორი (2003-2011 წლებში). მან შტატი ენერგეტიკული კრიზისიდან „გამოათრია“.
კლინტ ისტვუდი – ვესტერნების ცნობილი გმირი. ქალაქ კარმელის მერი. არჩევნებში გაიმარჯვა ორიგინალური დაპირებით, რომ გააუქმებდა კანონს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნაყინის ჭამას კრძალავდა.
ანა ილონა შტალერი (ჩიჩოლინა) – პორნოვარსკვლავი. იტალიური პარტიის „მწვანეების“ ლიდერი. მან ბინ ლადენს და სადამ ჰუსეინს სექსი შესთავაზა – ოღონდ კი ომი ნუ იქნებაო.
ჯესი ვენტურა – სპეცრაზმელი ფილმიდან „მტაცებელი“. მინესოტას გუბერნატორი (1999-2003 წლებში). სწორედ მან ჩააგონა შვარცენეგერს პოლიტიკაში წასვლა.
იაროსლავ კაჩინსკი – მან ტყუპისცალ ძმასთან, ლეხ კაჩინსკისთან ერთად მონაწილეობა მიიღო ფილმში „ორნი, რომლებმაც მოიპარეს მთვარე“. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი (2006-2007 წლებში). ძმა პრეზიდენტი გახდა.
ანჯელინა ჯოლი – მარტო „ლარა კროფტიც“ ეყოფოდა, რომ ჰოლივუდის ცაზე ებრწყინა. ამჟამად გაერთიანებული ერების კეთილი ნების ელჩია. მას დიდი სურვილი აქვს, აღმოჩნდეს თეთრ სახლში. მონაწილეობს ჰუმანიტარულ პროექტებში და კენჭისყრისთვის ემზადება.
რონი ბონო – მსახიობი, მომღერალი, პალმ-სპრინგსის მერი (1988-1992 წლებში). მან ეს ქალაქი ბიზნესმენებისთვის მიმზიდველ ბოჰემურ ადგილად აქცია.
ველ კილმერი – „ბეტმენი“. ძალიან პოპულარული მსახიობი. გადაწყვეტილი ჰქონდა, 2008 წელს ნიუ-მექსიკოს შტატის გუბერნატორობაზე ეყარა კენჭი.
მიხაილ ევდოკიმოვი – იუმორისტი, მსახიობი, ალტაის ოლქის გუბერნატორი. სამწუხაროდ გარდაიცვალა.