საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მრჩევლად ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების სფეროში საია-ს ყოფილი თავმჯდომარე კახა კოჟორიძე დაინიშნა.
გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სხვა საკადრო ცვლილებაც განხორციელდა. კერძოდ, გიორგი აბაშიშვილი, რომელსაც პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის თანამდებობა ეკავა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, დავით პატარაიას მოადგილედ დაინიშნა.
ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტის და მისი მრჩევლების შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.