საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანია, ასევე თანაპარტიელები ალექსი პეტრიაშვილი, ვიქტორ დოლიძე და ნინო გოგუაძე, კალანდობას ოზურგეთს სტუმრობდნენ.
თავდაპირველად, მათ ქალაქის ცენტრში მდებარე ეკლესიაში, მეუფე იოსებთან ერთად სანთლები დაანთეს, პატივი მიაგეს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავს, შემდეგ კი მეუფე იოსების რეზიდენციაში იმყოფებოდნენ.
ირაკლი ალასანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში, ახლობლებლების ოჯახსაც ესტუმრება.
"კალანდობას ჩამოვედი გურიაში, ვესტუმრები ჩემს დედულეთს, სოფელ ბახვს, სადაც შეხვედრა მექნება ახლობლებთან, ვნახე თანაპარტიელები, ძალიან კარგი დღეა გურულებისთვის, ჩემთვის პირადად, მე აქ პირველად არ ვარ კალანდობას, დღეს მექნება ასევე საშუალება, რომ ჩემს პარტიულ აქტივთან ერთად მომავალ გეგმებზე ვისაუბრო", – აღნიშნა "გურია ნიუსთან" ირაკლი ალასანიამ.