გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საია: “აქციების კონტექსტში დაკავებული პირების საქმეს სასამართლო დარბაზიდან მედია ვერ აშუქებს”

    ვალუტის გადამცვლელი ჯიხური დააყაჩაღეს

    საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელსაც ტყის ხანძრის გაჩენას ედავებიან

    მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები… – რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი

    “გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და”_ავარია, რომელმაც 3 გოგოს სიცოცხლე შეიწირა

    მსოფლიო ბანკმა სიღარიბის ზღვარი ერთ სულ მოსახლეზე დღეში 3 დოლარამდე გაზარდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ერთსაც დავწერ და მორჩა” _ რის შესახებ საუბრობს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

    “წერილი შვილებს, არამარტო ჩემსას” – მამუკა ხაზარაძე

    “ემანდ ბიძინამ რომ იეჭვიანოს, არ გამიკვირდება” – დავით ზურაბიშვილი

    “ძმაო (და დაო) თქვენე.. ტფუუუუ..” – გიორგი ფოფხაძე

    “ამ კაცს შვილი პატიმარი ჰყავს, აქციაზე დგას და შვილის ფოტო უჭირავს” _ გიორგი კეკელიძე

    “რას არ გაიგებ, მოკლედ” _ რას წერს სტეფანე მღებრიშილი

  • 21-ს ქვევით

    ჩოხატაურელი დავით გაბადაძე ქუთაისის ნიჭიერთა ათწლედში ჩაირიცხა

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

  • მსოფლიო

    პუტინი ძალიან ბევრ ბოდვას გვაყრის, კარგად ჟღერს, მაგრამ უაზრობა გამოდგება ხოლმე – ტრამპი

    რატომ კვდებიან მდიდარი რუსები, რუსი ჩინოვნიკები და მათი ოჯახის წევრები უცნაურ ვითარებაში

    რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც პუტინმა მოხსნა

    პენტაგონი: „უკრაინამ თავი უნდა დაიცვას“

    ტეხასში დაღუპულთა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა

    რუსებმა ხარკოვს და ხერსონს დრონებით შეუტიეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა 19 ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საია: “აქციების კონტექსტში დაკავებული პირების საქმეს სასამართლო დარბაზიდან მედია ვერ აშუქებს”

    ვალუტის გადამცვლელი ჯიხური დააყაჩაღეს

    საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელსაც ტყის ხანძრის გაჩენას ედავებიან

    მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები… – რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი

    “გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და”_ავარია, რომელმაც 3 გოგოს სიცოცხლე შეიწირა

    მსოფლიო ბანკმა სიღარიბის ზღვარი ერთ სულ მოსახლეზე დღეში 3 დოლარამდე გაზარდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ერთსაც დავწერ და მორჩა” _ რის შესახებ საუბრობს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

    “წერილი შვილებს, არამარტო ჩემსას” – მამუკა ხაზარაძე

    “ემანდ ბიძინამ რომ იეჭვიანოს, არ გამიკვირდება” – დავით ზურაბიშვილი

    “ძმაო (და დაო) თქვენე.. ტფუუუუ..” – გიორგი ფოფხაძე

    “ამ კაცს შვილი პატიმარი ჰყავს, აქციაზე დგას და შვილის ფოტო უჭირავს” _ გიორგი კეკელიძე

    “რას არ გაიგებ, მოკლედ” _ რას წერს სტეფანე მღებრიშილი

  • 21-ს ქვევით

    ჩოხატაურელი დავით გაბადაძე ქუთაისის ნიჭიერთა ათწლედში ჩაირიცხა

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

  • მსოფლიო

    პუტინი ძალიან ბევრ ბოდვას გვაყრის, კარგად ჟღერს, მაგრამ უაზრობა გამოდგება ხოლმე – ტრამპი

    რატომ კვდებიან მდიდარი რუსები, რუსი ჩინოვნიკები და მათი ოჯახის წევრები უცნაურ ვითარებაში

    რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც პუტინმა მოხსნა

    პენტაგონი: „უკრაინამ თავი უნდა დაიცვას“

    ტეხასში დაღუპულთა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა

    რუსებმა ხარკოვს და ხერსონს დრონებით შეუტიეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა 19 ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორ გაიქცა დაკავებული – ნასვამი პოლიციელების წინდაუხედაობით თუ ნათესავების „ამბოხით“

14:01; 14.01.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

2015 წლის 20 იანვარს, პოლიციელზე და მათ სამსახურებრივ შენობაზე თავდასხმაში ბრალდებულის წინასასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. საქმე ეხება 2014 წლის 16 ოქტომბერს მარტვილის რაიონის სოფელ ბანძის პოლიციის შენობიდან დაკავებული მამაკაცის, თემურ გაბუნიას გაქცევას.

ოფიციალურად, დაკავებულმა შენობიდან გაქცევა ნათესავების დახმარებით შეძლო, რომლებიც განყოფილებაში მივიდნენ, პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და მათ როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

დაკავება

ბ.ს.-ს დასაკავებლად სამართალდამცავები სასაფლაოზე მივიდნენ, სადაც აღნიშნული პიროვნება მეგობრებთან ერთად, გარდაცვლილი მეგობრის საფლავზე იყო მისული. ბ.ს. ადგილიდან გაიქცა, ხოლო თემურ გაბუნია, სამართალდამცავებმა, ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით, ადგილობრივი პოლიციის შენობაში გადაიყვანეს.

პოლიციის შენობაში განვითარებული მოვლენები (ვერსია 1)

როგორც "გურია ნიუსთან" ერთ-ერთი დაკავებულის (შემდგომ გაქცეულის) თემურ გაბუნიას დეიდა და ამავე საქმეზე ბრალდებული მაია კეკელია ჰყვება, 2014 წლის 16 ოქტომბერს, დაახლოებით 20:30 წუთზე, მასთან ბიძაშვილი ამჟამად ისიც ბრალდებული, ი.კ. მივიდა, უთხრა, რომ ბიჭებს რაღაც პრობლემა ჰქონდათ და პოლიციაში გაყოლა სთხოვა.

"პოლიციის შენობის შესასვლელთან სამართალდამცავები ყვიროდნენ, იგინებოდნენ. იმუქრებოდნენ ყველას დაგალპობთ ციხეშიო.

ვიკითხე თემური (გაბუნია. ავტ.) სად არის-მეთქი და გონება დავკარგე. ამ დროს ჩემთან ჩემი დისშვილი, თემური  მოსულა და როცა მანქანაში მსვამდნენ, ისიც გამომყოლია. დაახლოებით, 100 მეტრში საწვავი დამთავრდა და მანქანა გაჩერდა. ამასობაში გონს მოვედი და მხოლოდ ამ დროს დავინახე რომ თემურს, რომელიც ჩემთან ერთად მანქანაში იჯდა, ხელბორკილები ედო.

ის იყო სასტიკად ნაცემი და დასისხლიანებული ყვიროდა: შენი სიმართლე მათთან არ გაგივა, ყველაფერს შეგტენიან, რასაც მოისურვებენო,  ყველას  დაგვხოცავენო. ამის შემდეგ გადავიდა მანქანიდან და გაიქცა (გაბუნია დაკავებული ჯერაც არ არის. ავტ.) ვეხვეწებოდი რომ დაბრუნებულიყო, მაგრამ…

ამის შემდეგ ისევ დავბრუნდი პოლიციის შენობაში,  რომ გამერკვია რა ხდებოდა, რადგან ამ დროს ჯერ კიდევ არ ვიცოდით ბიჭების დაკავების მიზეზი.

ისევ დაუბრკოლებლად შევედი შენობის ფოიეში, დავინახე მაღალი, მსუქანი, შავგრემანი პიროვნება, შავი "როლინგით", დაახლოებით 35-40 წლის, სასტიკად სცემდა ვიღაცას და თან ბოლო ხმაზე იგინებოდა.

ემუქრებოდა მას ციხეში ამოგალპობო, ასევე აგინებდა პოლიციელებს დედის მისამართით და მოითხოვდა მათგან აქტიურ ქმედებას და ყველას დაპატიმრებას. მას პოლიციის ფორმა არ ეცვა, შემდგომ გავიგე, რომ პოლიციელი ალექსანდრე გაგუა ყოფილა.

როცა დავინახე, რომ ვიღაცას სცემდა, გაშველების მიზნით, ამ პიროვნებას "როლინგზე" მოვქაჩე. მოტრიალდა, თავში ხელი ჩამარტყა და მეც გინება დამიწყო.

დაჭერით დამემუქრა, მიყვიროდა: ციხეში ამოგალპობო. მას ძლიერი ალკოჰოლის სუნი ასდიოდა და ვიზუალზეც ეტყობოდაძალიან ნასვამ მდგომარეობაში იყო. მას ფორმა არ ეცვა, ჩემს მოთხოვნაზე  ეჩვენებინა თანამდებობის დამადასტურებელი დოკუმენტი მხოლოდ გინებით რეაგირებდა.

ამის შემდეგ პოლიციის ფორმიანი გოგო მომვარდა და მითხრა დაკავებული ხარ ადმინისტრაციული წესითო, რა თქმა უნდა,  დავმორჩილდი.

ისევ ცუდად გავხდი და ასე ძირს დაგდებული ვიყავი კარგა ხანს. ჩამძახოდნენ: ნასვამი ხარო? თან მაგინებდნენ. რამდენიმე წუთის მერე ჩემით წამოვდექი.

ალექსანდრე გაგუა ისევ მომვარდა, ყვიროდა: მოდი, მოდი დამარტყიო. ხელით მექაჩებოდა მაისურზე, მაჯანჯღარებდა. რადგან მას საშინელი ალკოჰოლის სუნი ასდიოდა, ფორმიან პოლიციელებს ვკითხე: ეს მთვრალი კაცი ვინაა და რატომ არ მაშორებთ-მეთქი. პოლიციელები დაბნეულები იდგნენ. გაგუამ კარებს მუშტს დაარტყა, იყვირა: თქვენი დედა . . . ბორკილები დაადეთო.

დაიწყეს ჩემი ჩხრეკა, თან დამცინოდნენ პლანს თუ ეწევი, გერმანიაშიც ეწეოდიო? მე ვყვიროდი, ადვოკატს ვითხოვდი, რაზეც მათი რეაქცია დამცინავი იყო.
_ მოიყვანე,  ვინ გიშლისო, მაგრამ დარეკვის უფლებას არ მაძლევდნენ.

ამ ხნის განმავლობაში ხშირად  ვკარგავდი გონებას. ასთმიანი ვარ და როდესაც სუნთქვა მიძნელდება  სუფთა ჰაერი აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დავიღუპო.

ვემუდარებოდი და ვთხოვდი პოლიციის თანამშრომლებს ფანჯარა გამოეღოთ და მხოლოდ 5 წუთით სუფთა ჰაერი შემოეშვათ რომ შეტევას გაევლო. ამაზეც დამცინავი პასუხი მოდიოდა:  შენ თავი ისევ გერმანიაში ხომ არ გგონია რა სურვილები გაქვსო.

უამრავჯერ წამივიდა გული, ყველა თავზე დამჩხაოდა რომ მე ნაბოზარი მთვრალი ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ვიყავი.

ცოტა ხნის შემდეგ, ბანძის პოლიციის უფროსი გოჩა არაბიძე მოვიდა. ამ  ადამიანმა ნახა, რომ მართლა ცუდად ვიყავი და ჭიქით წყალი მომიტანა. რაც, რა თქმა უნდა, არ დავლიე, იმიტომ, რომ არაბიძე ულტიმატუმს მიყენებდა: წყალი დალიე და ფანჯარას მერე გამოგიღებო. რადგან ბანძის პოლიციის თანამშრომლებზე ძალიან ცუდი ინფორმაცია მქონდა, ბევრჯერ გამიგია, რომ ადამიანებს წყალში რაღაცას უყრიდნენ, არაბიძის ულტიმატუმი უნდობლობის განცდას მიმძაფრებდა.

საბოლოოდ მოხდა ის, რომ შემომიტანეს ადმინისტრაციული დაკავების ოქმი 166-ე მუხლით, რაზეც ადვოკატის გარეშე ხელი არ მოვაწერე. რამდენიმე წუთში ისევ შემომიტანეს დაკავების ოქმი, ამჯერად 173-ე მუხლით, ხელი არც ამაზე მომიწერია. 

ოფისის ერთ-ერთი ოთახიდან ისმოდა მეგრულად ყვირილი: "სისხლი, არ ქნა ბიჭო, ცოდვააა". ვიღაც კი პასუხობდა: დედა უნდა მ….. სისხლი უნდა გავუკეთოო…"

აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ამ აურზაურში მარტვილის რაიონის პოლიციის თანამშრომლებიც მოვიდნენ. მახსოვს კახა ძიძიგური, რომელიც დაინტერესდა ვინ ვიყავი და როცა გაიგო ჩემი ბიძაშვილი ი.კ. იყო, ამის შემდეგ დაიწყეს მსჯელობა როგორ დავეკავებინეთ და რა მუხლი წაეყენებინათ ჩემთვის ბრალი, ვინაიდან ძიძიგურსა და ჩემს ბიძაშვილს შორის პიროვნული (არა სამსახურეობრივი) წყენა არსებობდა.

დაწყებული პოლიციის განყოფილებაში მისვლიდან, ზუგდიდის სამმართველოში გადაყვანის ჩათვლით, ვყვიროდი და მივუთითებდი, რომ უკანონოდ დამაკავეს, შემიზღუდეს ადვოკატის უფლება, ადგილი ჰქონდა ჩემს მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და პიროვნება რომლის ბრძანებითაც დამაკავეს და რომელმაც მცემა, მთვრალი იყო. ვითხოვდი ალკოტესტზე შემოწმებას, თუმცა ჩემს ჩივილს  ყურადღება არავინ მიაქცია.

ჩამიტარეს თრობაზე ექსპერტიზა, ხოლო ალექსანდრე გაგუას და არცერთ ფორმიან პოლიციელს, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, ექსპერტიზა არ ჩატარებიათ. როცა ეს მოვითხოვე, შენ გოგო ბანძაში გერმანია ხომ არ გგონიაო, – მიპასუხეს", _ იხსენებს კეკელია "გურია ნიუსთან" საუბრისას.

პოლიციის შენობაში განვითარებული მოვლენები (ვერსია 2)

2014 წლის 16 ოქტომბერს შს მარტვილის რაიონული სამმართველოს ბანძის განყოფილების მუშაკების მიერ 22:20 წუთზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ  და წარდგენილ იქნა სამსახურებრივ შენობაში თემურ გაბუნია.

მისი დაკავებიდან დაახლოებით 10 წუთში, მისი გათავისუფლების მიზნით, ნათესავები და მეგობრები: მაია კეკელია, ი.კ.; შ.პ. ; გ. კ.;  ც. გ.; ვ. წ.; ბ. ა.; თავს დაესხნენ პოლიციის შენობას და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამსახურეობრივი მოვალეობის შემსრულებელ პოლიციის მუშაკებს: მალხაზ კვესელავას, ანდრია სილაგავას, ალეკო ჯღარკავას, გოჩა წულაიას, ავთანდილ ჯოჯუას და ალექსანდრე გაგუას, რის შემდეგაც სამორიგეო ოთახიდან ძალის გამოყენებით გააქციეს ადმინისტრაციულად დაკავებული თემურ გაბუნია.

აღნიშნული ქმედებისას მაია კეკელიამ ხელი დაარტყა სახის არეში და შემოახია პოლიციელის მაისური უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ალექსანდრე გაგუას, რითაც ხელყო მისი ჯანმრთელობა სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი კვალიფიკაციით 353 პრიმა მუხლი.

განჩინება

2014 წლის 28 ნოემბერს,  ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მაია კეკელია დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელზე და მათ სამსახურებრივ შენობაზე თავდასხმას პოლიციელების სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ისჯება 4-დან 7 წლამდე.

მაია კეკელია 8 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სამ დღეში გაათავისუფლეს.
წინასასამართლო სხდომა 20 იანვარსაა ჩანიშნული.

დაცვის მხარე

მომხდართან დაკავშირებით, წარდგენილ მტკიცებულებებზე, დაცვის მხარე ფიქრობს, რომ პოლიციელებმა ტანსაცმელი თვითონ დააზიანეს, რაც შეეხება სხეულზე ნაკაწრს, ამაზე ბრალდებული მაია კეკელია ამბობს, რომ ალექსანდრე გაგუას სხეულის დაკაწვრა, რომელსაც მას აბრალებენ, აბსოლუტურად სხვა ვითარებაში, სხვა ადამიანის მიერ მოხდა. თუმცა, ადამიანური ფაქტორების გათვალისწინებით, ჯერჯერობით ამაზე საუბრისგან თავს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ ნივთმტკიცებად წარდგენილა დაზიანებული პოლიციის ფორმა, მაგრამ როგორც მაია კეკელია ამბობს, მოვლენების განვითარების დღეს, ალექსანდრე გაგუას არა პოლიციის ფორმა, არამედ შავი "როლინგი" ეცვა. 

2014 წლის 26 ნოემბერს, დაცვის მხარის მიერ დაინიშნა ალტერნატიული სასამართლო სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზა  იმის დასადგენად, შეიძლება თუ არა გოჩა წულაიას და ალექსანდრეს გაგუას სხეულზე არსებული დაზიანებები მიღებული იყოს თვითდაზიანების შედეგად. ასევე, მათი ტანსაცმელი დაზიანებული იყოს მათ მიერ.

როგორც მაია კეკელიას ადვოკატი, ბაჩუკი ყურაშვილი ამბობს, მან მიმართვა გაუგზავნა ექსპერტიზასთან დაკავშირებით როგორც წულაიას, ასევე გაგუას, თუმცა მათი მხრიდან პასუხი – თანხმობა ექსპერტიზაზე ან უარყოფა, არ მიუღია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ როგორც ადვოკატმა "გურია ნიუსს" განუცხადა, მან ბანძის პოლიციას მიმართა მოთხოვნით ეცნობებინათ, არის თუ არა შენობაში ვიდეოთვალი დამონტაჟებული, რომელიც შეძლებდა 2014 წლის 16 ოქტომბრის ღამით განვითარებული მოვლენების ასახვას.  პასუხი არც ამაზე მიუღია.

"გურია ნიუსი" შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც ამბობენ, რომ მსგავსი სახის მიმართვები პოლიციის განყოფილებაში არ მისულა.

თუმცა, გამოცემას აქვს მაია კეკელიას ადვოკატის, ბაჩუკი ყურაშვილის მიერ გაგზავნილი წერილი ექსპერტიზის თაობაზე და წერილის ნომერი, რომლის ნახვაც მასალის დასასრულს, თანდართულ ფაილებშია შესაძლებელი. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ბრალდებულმა მაია კეკელიამ მისი სიმართლის დასამტკიცებლად, ნასვამი სამართალდამცავების მხრიდან როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო, შსს-ს გენერალურ ინსპექციასაც მიმართა:

"2014 წლის ნოემბერს განცხადებით მივმართე საქართველოს შსს გენერალურ ინპექციას 2014 წლის 16 ოქტომბერს მარტვილის რაიონის სოფელ ბანძის პოლიციის ქვეგანყოფილებაში პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ჩემს მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე.
შსს გენერალური ინსპექციის უფროსის ირაკლი სამყურაშვილის 2014 წლის 10 ნოემბრის #MIA 21402260886 მომართვით ჩემი განცხადება გაეგზავნა სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას, რომელმაც ჩემი განცხადება გადააწერა შსს სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს.

2014 წლის 24 ნოემბრის #MIA 41402378626 მომართვით სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა გრიგოლ ბესელიამ გენ. ისპექციისადმი გაგზავნილ მომართვაში აღნიშნა ყალბი, ცრუ ინფორმაცია. კერძოდ, თითქოსდა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დამთავრებული იყო და არსებითად განსახილველად გადაგზავნილ იყო ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში. სინამდვილეში ის საქმე სასამართლოში დღემდე გადაგზავნილი არ არის. პატივცემულმა გრიგოლ ბესელიამ შეგნებულად მოიტყუა და შსს გენ. ინსპექციას მიაწოდა მცდარი ინფორმაცია, რითაც თავიდან აიცილა ჩემი განცხადებით დასმული საკითხების გამოკვლევა და სათანადო რეაგირების განხორციელება.

ასევე, საქმეში არსებული ძალიან ბევრი გარემოება ადასტურებს, რომ მარტვილის პოლიციის უფროსმა, ბანძის პოლიციის უფროსმა და გრიგოლ ბესელიამ შს სამინისტროს პროკურატურას დაუმალეს რეალური ინფორმაცია და მიაწოდეს გაყალბებული ფაქტობრივი გარემოებები, რაც სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებას წარმოადგენს.

გთხოვთ, მოახდინოთ რეაგირება ჩემს განცხადებაში აღნიშნულ ფაქტებზე, დაწყებულ იქნეს გამოძიება და დამნაშავე პირებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე", _ აღნიშნულია მიმართვაში.  

(აღნიშნული მიმართვისა და პასუხის დამადასტურებელ ფაილებს, მასალის ბოლოს, თანდართულ ფაილებში გთავაზობთ).

როგორც მაია კეკელია "გურია ნიუსთან" ამბობს, მას შემდეგ, რაც განცხადება შსს-ს გენინსპექციაში შეიტანა, ქუთაისში დაიბარეს, სადაც ომარ რევიშვილს ესაუბრა, თუმცა უშედეგოდ.

"მან მითხრა, რომ ჩემი პრეტენზიები არ დასტურდება და საკმაოდ ირონიულად მესაუბრა", _ ამბობს კეკელია.

"გურია ნიუსი" კომენტარისთვის ბანძის პოლიციის უფროს გოჩა არაბიძეს, პოლიციელ ალექსანდრე გაგუას და გამომძიებელ გია თოფურიას დაუკავშირდა, როლებმაც ამ ტემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს და პრესსამსახურთან გადაგვამისამართეს.

"თუ ვინმეს პრეტენზია აქვს ამ ადამიანების მიმართ, შეუძლია, გენ. ინსპექციას მიმართოს და ამისთვის ცხელი ხაზიც არსებობს", _ გვითხრეს შსს-ს პრესსამსახურში.

ყოველივე ზემოთ თქმულის შესახებ, ბრალდებულმა მაია კეკელიამ ზეპირად მოუყვა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის იურისტს, რომელმაც ის ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისთან გადაამისამართა, თუმცა შემდგომში, კეკელიას საიას წარმომადგენლებისთვის საქმის დეტალები არ გაუცნია.

ასევე, მიმართა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას ოფისს,

ესაუბრა "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელს და საქართველოს პარლამენტის წევრ გიგლა აგულაშვილს.

საქმე გააცნო ომბუდსმენის აპარატს და ადამიანის უფლება სახლს.

საქმის შესახებ წერილობით აცნობა საქართველოს პარლამენტის წევრ ზვიად ძიძიგურს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021
მთავარი თემა

“სკოლა, ამდენი ბავშვი და უსაფრთხოების გარანტიის მინიმუმიც არ არსებობს!”

07:02; 22 თებერვალი, 2021

თუ ცოლი ქმარზე ლამაზია, ეს საშიშია

განვითარებადი ქვეყნები განვითარებულებს მალე გაუსწრებენ

ყველა სიახლე

მსოფლიო

პუტინი ძალიან ბევრ ბოდვას გვაყრის, კარგად ჟღერს, მაგრამ უაზრობა გამოდგება ხოლმე – ტრამპი

10:15; 9.07.2025
ზაფრანი

სახიფათოა თუ არა დღისით ძილი

10:04; 9.07.2025
საზოგადოება

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს

9:56; 9.07.2025
პოლიტიკა

ვაჟა დარჩია: “რიჟვაძე ქვეყნის დატოვებას აპირებდა, რისი შესაძლებლობაც არ მიეცა”

20:07; 8.07.2025
ფინანსები

PLUS 8 წლის გახდა – როგორ ჩაიარა შოპინგის დღესასწაულმა PLUS მომხმარებლებისთვის

18:48; 8.07.2025
საზოგადოება

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

17:45; 8.07.2025
სპორტი

“რუსეთ-საქართველოს ომზე არაფერი ვიცოდი, ყველაფერი ასე დაიწყო” – პიმბლეტმა თოფურიასთან დაპირისპირების მიზეზი ახსნა

17:21; 8.07.2025
ფინანსები

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ- ვალუტის კურსი

17:15; 8.07.2025
სამართალი

მოწმე პოლიციელი: ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, რომ მათ მიერ ნასროლი პიროტექნიკით ვარ დაზიანებული

17:06; 8.07.2025
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში

16:55; 8.07.2025
საზოგადოება

რატიანი: რიჟვაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

16:37; 8.07.2025
საზოგადოება

როგორ შველის მაალოქსი გულძმარვას — პრეპარატის მოქმედების მექანიზმი

14:59; 8.07.2025
ზაფრანი

ბრაზილიელი „ნისტრადამუსი“ დიდ მსოფლიო ომს წინასწარმეტყველებს

14:05; 8.07.2025
ფინანსები

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

14:01; 8.07.2025
სამართალი

რუსეთის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს 14-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

13:57; 8.07.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ერთსაც დავწერ და მორჩა” _ რის შესახებ საუბრობს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

10:01; 30.06.2025
0

“წერილი შვილებს, არამარტო ჩემსას” – მამუკა ხაზარაძე

8:48; 28.06.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო