ჩოხატაურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან გადაეცა კიდევ ერთი, ახალი სამედიცინო დახმარების მანქანა, რომელიც აღჭურვილია პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მოწყობილობებით და შეეფერება თანამედროვე სტანდარტებს.
_ მანქანა არის ორხიდიანი, რაც ხელს უწყობს ჩოხატაურის მაღალმთიან სოფლებში სამედიცინო მომსახურების შეუფერხებლად განხორციელებას, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ.