იური ვაზაგაშვილის საქმის დროული გამოძიების მოთხოვნით აქციები კი ხვალ და მომდევნო დღეებში გაგრძელდება.
ეს გადაწყვეტილება დღეს, პარლამენტის შენობასთან გამართული აქციისას ვაზაგაშვილის ნათესავებმა მიიღეს.
აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ იური ვაზაგაშვილი მოკლეს. ისინი ხელისუფლებას საქმის დროულად გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებდნენ.
სად გაიმართება ხვალ საპროტესტო აქცია, ამ დროისთვის უცნობია. აქციის მონაწილეები შეკრების ადგილს და დროს ხვალ გამოაცხადებენ.
რაც შეეხება შემთხვევის ადგილს, კასპში, აფეთქების ადგილზე, ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. იური ვაზაგაშვილის ცხედარი კი, ექსპერტიზაზე თბილისშია გადმოსვენებული.