პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადება შს მინისტრობიდან გადადგომის შესახებ დააკმაყოფილა.
აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ჭიკაიძემ გადადგომის თხოვნით პრემიერ-მინისტრს 23 იანვარს მიმართა. ეს გადაწყვეტილება ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობაზე გაჩენილი კითხვებით ახსნა.
"ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას. იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ“, _ ნათქვამია ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებაში.
ჯერჯერობით უცნობია ვინ დაიკავებს შს მინისტრის პოსტს. მის მოვალეობას ამჟამად ვახტანგ გომელაური ასრულებს, რომელსაც მთავობის წევრები "საუკეთესო ადამიანური და მენეჯერული თვისებებით გამორჩეულ ადამიანად“ ახასიათებენ.
ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გომელაურის შეფასებისას განაცხადა.