"იური ვაზაგაშვილის მკვლელობა, ეს არის სახელმწიფო გადატრიალების მიმდინარე პროცესის მორიგი ეტაპი"
"იური ვაზაგაშვილის მკვლელობა, ეს არის სახელმწიფო გადატრიალების მიმდინარე პროცესის მორიგი ეტაპი. თუმცა, მესამე და ბოლო ეტაპამდე ერთ მკვლელობას არ დასჯერდებიან", _ ამის შესახებ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილმა მრჩეველმა ლალი მოროშკინამ განაცხადა.
"აფეთქებების სერია აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ სამოქალაქო ომს მივიღებთ. 37 წელი მოგვენატრება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე მოხდეს პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.
ძალიან შემტკივა გული პრემიერის ოჯახზე და თანავუგრძნობ, მაგრამ მეშინია, რომ ერთ დღეს ყველას დახვრეტენ.
ეს არის ჩემი სრულიად ლეგიტიმური და არაილუზიური ვარაუდი. დიახ, პრემიერი ოჯახითურთ პირველი სამიზნე იქნება, რისი მომსწრეც ნამდვილად არ მინდა, გავხდე!", _ აღნიშნა მოროშკინამ.